ტრენინგი უფლებადაცმველი ქალებისთვის

15 აგვისტო 2018

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" იწვევს ქალ უფლებადამცველებს ტრენინგში "აკადემია ლიდერებისთვის" მონაწილეობის მისაღებად. 

პროექტის შესახებ 

IREX ევროპა, საფრანგეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან" პარტნიორობით 2018 წლის იანვრიდან ახორციელებს პროექტს, "ახალგაზრდა ქალი ლიდერები და "უჩინარი ქალები" - უფლებადამცველი აქტივისტების ხელშეწყობა", რომელიც მიზნად ისახავს უფლებადამცველი ქალი ლიდერების აღმოჩენასა და გაძლირებას ევრაზიის რეგიონის ხუთ ქვეყანაში. 26 თვიანი პროექტი ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდეაბა. 

"აკადემია ლიდერებისთვის"

საქართველოში დაგეგმილი "აკადემია ლიდერებისთვის" შემდეგ თემატიკას მოიცავს: გენდერული თანასწორობა, გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილზე, ადვოკატირება, კრეატიული კამპანიის დაგეგმვა, მედია კამპანიის დაგეგმვა. ტრენინგი ჩატარდება თბილისში 2018 წლის 20-30 სექტემბრის პერიოდში (3 დღე). 

გარდა ამისა, აკადემიის ყველაზე მოტივირებული და აქტიური რამდენიმე მონაწილე პროექტის ფარგლებში დაგეგმილ რეგიონულ აკადემიაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც კიშინიოვში (მოლდოვა) ჩატარდება. რეგიონული აკადემია საუკეთესო შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდა ქალ უფლებადამცველებს გაცვალონ ინფორმაცია და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ხუთი ქვეყნის წარმომადგენლებთან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად დაგეგმონ პროექტები/იდეები ან კამპანიები, ხოლო საუკეთესო ნამუშევრებისთვის პროექტის ფარგლებში მცირე გრანტები იქნება ხელმისაწვდომი. 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 30 წლამდე ასაკის ქალებს, რომლებიც: 

** იცავენ ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით კი ქალების/გოგონების უფლებებს
** აქვთ პოტენციალი იყვნენ/გახდნენ უფლებადამცველი ლიდერები 

ლგბტიქ+ ქალები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და იძულებით გადაადგილებული პირები წახალისებული არიან მონაწილეობის მისაღებად.


განაცხადის შემოტანა: 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნოთ დოკუმენტები ელ-ფოსტაზე: tbilisi@humanrightshouse.org და შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2018 წლის 31 აგვისტოს 18:00 საათისა (საქართველოს დრო). 

წარსადგენი დოკუმენტაცია: 

** ტაბელარული ავტობიოგრაფია (CV), ქართულად ან ინგლისურად (გთხოვთ, ელ-ფოსტის შესაბამის გრაფაში მიუთითოთ: "აკადემია ლიდერებისთვის")
** შევსებული აპლიკაცია ქართულად ან ინგლისურად:

ინგლისურად: https://goo.gl/forms/er0XFoOKNUy4LT3J2
ქართულად: https://goo.gl/forms/OF2MQQfzS4AuTtmB2

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტების შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან. 

საკონტაქტო პირები: 

ელენე ჯანელიძე 
E-mail: elenejanelidze3@gmail.com 

ნათია თავბერიძე 
E-mail: natia.tavberidze@gmail.com 
ტელ.: +995 2 38 20 18 

ორგანიზაციის შესახებ: 

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" (თბილისის სახლი) წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანის უფლებათა სფეროში აქტიურ ხუთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს. თბილისის სახლის წევრები არიან: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი", "საფარი" და "მედიის ინსტიტუტი". ადამიანის უფლებათა სახლის კონცეფციის შესაბამისად, თანამშრომლობის გაძლიერებისა და ადამიანის უფლებათა ეფექტური დაცვისთვის, ყველა წევრი ორგანიზაცია ერთიან სივრცეში მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება, კანონმდებლობის დახვეწა, ადვოკატირება, ადამიანის უფლებების შესახებ სწავლება და უფლებადამცველებისა და აქტივისტების დაცვა. 

"თბილისის სახლი" 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, "ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის" ხელშეწყობით. "თბილისის სახლი" იმავე წელს "ადამიანის უფლებათა სახლების საერთაშორისო ქსელის" წევრი გახდა. "ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ქსელი" აერთიანებს ადამიანის უფლებათა დამცველებს, რომლებიც სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციებისთვის საქმიანობენ 14 ადამიანის უფლებათა სახლში, 12 ქვეყანაში. 

"თბილისის სახლის" ვებ-გვერდი: http://humanrightshouse.org/Members/Georgia/index.htmlhttp://www.hrht.ge 
ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/humanrightshousetbilisi/?ref=bookmarks

 

წყარო: http://jobs.ge/184967/ 

ნახვების რაოდენობა : 438

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge