ტრენინგი - საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობა

12 მარტი 2018

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, იწვევს სათემო ორგანიზაციების/საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს ტრენინგების - "საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება" პირველ რაუნდში მონაწილეობის მისაღებად

ტრენინგის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები შემდეგი საკითხების შესახებ:

** საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მნიშვნელობა; კავშირი ორგანიზაციის ეფექტურობასთან
** ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ძირითადი პრინციპები და განვითარების ფაზები
** მონაწილეობის მცნება და მისი დონეები
** ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრაქტიკული ინსტრუმენტები

ტრენინგები ჩატარდება სამ რაუნდად, თითოეული რაუნდი მოიცავს 8 ერთდღიან ტრენინგს. ტრენინგების რაუნდები გამოცხადდება შემდეგი გრაფიკით: 

** I რაუნდი - 2018 წლის მარტი-აპრილი
** II რაუნდი - 2018 წლის ოქტომბერი-ნოემბერი
** III რაუნდი - 2019 წლის მარტი-აპრილი

თითოეული რაუნდის დასრულების შემდგომ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციებისათვის და ჯგუფებისთვის, მათი გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულის გაუმჯობესებაზე მიმართულ პროექტებზე. ტრენინგი მიზნად ისახავს მიაწოდოს მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია და ცოდნა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 

თითოეული ტრენინგი არის 1 დღიანი და გამოცხადებული I რაუნდით გათვალისწინებული 8 ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია 2018 წლის მარტი - აპრილის თვეებში, 4 სხვადასხვა ქალაქში. ტრენინგების დასრულების შემდგომ, მაისის თვეში გამოცხადდება ზევით აღნიშნული საგრანტო კონკურსი. შერჩეულ მონაწილეებს აუნაზღაურდებათ მგზავრობის ხარჯები საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისათვის (ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, მატარებელი, ტაქსი და ბენზინის ხარჯი არ ანაზღაურდება). მონაწილეებისთვის ასევე უზრუნველყოფილი იქნება კვება ტრენინგის განმავლობაში. სასტუმროში ღამისთევის ხარჯს პროექტი არ ანაზღაურებს, ამიტომ მონაწილეები ტრენინგებზე გადანაწილდებიან რეგიონების მიხედვით. 

I რაუნდის ტრენინგების გადანაწილების საორიენტაციო სქემა შემდეგია: 

** 29 მარტი, თელავი - კახეთი;
** 30 მარტი, თელავი - კახეთი;
** 12 აპრილი, ქუთაისი - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, გურია და აჭარა
** 13 აპრილი, ქუთაისი - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, გურია და აჭარა
** 19 აპრილი, თბილისი - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი
** 20 აპრილი, თბილისი - შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი
** 3 მაისი, ზუგდიდი - სამეგრელო/ზემო სვანეთი
** 4 მაისი, ზუგდიდი - სამეგრელო/ზემო სვანეთი

ტრენინგი იწყება 10:30 საათზე და მთავრდება 18:30 საათზე.

გაითვალისწინეთ: ტრენინგზე ადგილები შეზღუდულია! თითოეულ ტრენინგზე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სათემო ორგანიზაციების/ჯგუფების მაქსიმუმ 18 წარმომადგენელი. 

ტრენინგის მონაწილეთა რეგისტრაციის ვადაა 12 მარტიდან - 23 მარტის ჩათვლით. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება! 

მონაწილეებს შეარჩევს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო განაცხადების განხილვის საფუძველზე. დაშვებულია ტრენინგში მონაწილეობისთვის ერთი ორგანიზაციის/ჯგუფის მიერ ერთზე მეტი მონაწილის გამოგზავნა/დარეგისტრირება. თუმცა საბოლოოდ, მონაწილეთა შერჩევისას, უპირატესობა მიენიჭება ორგანიზაციის მიერ პირველად დასახელებულ წარმომადგენელს.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ შეავსონ შემდეგი განაცხადის ფორმა (იხ. ბმული ან: https://form.jotform.me/80672032991458)

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC). 

მოწვევა ტრენინგში "საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება"მონაწილეობისთვის.

წყარო: http://jobs.ge/168671/ 

ნახვების რაოდენობა : 858

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge