ტრენინგი: "როგორ შევიმუშაოთ კომპანიის CSR სტრატეგია"

25 მაისი 2017

ტრენინგი განკუთვნილია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ განავითარონ საკუთარი ბიზნესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და იზრუნონ ქვეყნის კეთილღეობაზე, რომლებსაც კარგად ესმით თუ რამდენად მნიშვნელოვანია CSR სტრატეგია კომპანიის იმიჯისა და გრძელვადიანი წარმატებისთვის.


ტრენინგი შეეხება შემდეგ საკითხებს:  CSR კონცეფცის მიმოხილვა; კომპანიის შიდა და გარე დაინტერესებულ პირთა იდენტიფიცირება; კომპანიის CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა;  საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული CSR სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ კონტექსტს და შეესაბამება კომპანიის ძირითად საქმიანობას; სამოქმედო გეგმის შემუშავება დაგეგმილი სტრატეგიის განსახორციელებლად;  დასახული ამოცანების მონიტორინგი და შედეგების შეფასება.


ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეულია საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი, CSR-ის სფეროში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტი ბ-ნი ჟაკ სპელკენი (ბელგია).

ტრენინგის ფორმატი: შედეგზე ორიენტირებული სესიები, რომელთა ფარგლებში სალექციო ფორმატს შეენაცვლება ჯგუფური დავალებები, დისუკსიები და სავარჯიშოები.

ადგილების რაოდენობა: 20
ტრენინგი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისთვის (CSR მენეჯერის პოზიცია ან კომპანიის CSR პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი) ერთი კომპანიიდან დასაშვებია მხოლოდ ერთი ადამიანის მონაწილეობა.

ჩატარების ადგილი: თბილისი, ლოლიტა, ჭოველიძის ქ. 7.

თარიღი და ხანგრძლივობა: 30 ივნისი 2017.
ტრენინიგი გაგრძელდება 1 სრული დღე. (10სთ-18სთ)

სამუშაო ენა: ინგლისური
მონაწილეობის ღირებულება: 100 ლარი. 
მონაწილეთა შერჩევის პროცედურა:

მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ წარმოადგინონ:

1. შევსებული განაცხადი
განაცხადის ფორმა:
https://drive.google.com/file/d/0B9jVJC1fxPO2bXZzSC1tdHFvejQ/view?usp=sharing

2. კომპანიის ხელმძღვანელის ან მონაწილის უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერის წერილი -
https://drive.google.com/open?id=0B9jVJC1fxPO2cWtoalBNLUpfOUU

მონაწილეთა შერჩევს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო წარმოდგენილი აპლიკაციების განხილვის საფუძველზე. შერჩევის ძირთადი კრიტერიუმი იქნება კომპანიის მიმიდინარე CSR პროგრამების ხასიათი და სამომავლო გეგმები, აპლიკანტის ხედვა და საკითხის გააზრება.


შერჩეულ კანდიდატებს ორგანიზაცია გაუგზავნის რეგისტრაციის ბმულს. მხოლოდ ტრენინგის საფასურის სრულად დაფარვის შემთხვევაში რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 6 ივნისი 2017


შევსებული განაცხადები და თანმხლები მხარდაჭერის წერილი გადმოაგზავნეთ მისამართზე: lela@csrdg.ge; elene@csrdg.ge

იხილეთ ვრცლად ბმულზე

ნახვების რაოდენობა : 2058

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge