ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

15 ნოემბერი 2017

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) მოხარულია, მოგიწვიოთ ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის დეკემბერში საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხებით.

ტრენინგი რეგიონული მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რედაქტორებისთვის

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, სახელწოდებით - "რეგიონული ჟურნალისტების მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკური საკითხების ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებაში". პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ჟურნალისტებსა და რედაქტორებს საქართველოს რეგიონებიდან (მათ შორის, უმცირესობებით დასახლებული რაიონებიდან) ტრენინგების, საგრანტო კონკურსისა და სასწავლო ვიზიტის მეშვეობით, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში. 

ვის ვეძებთ: 

** ხართ ჟურნალისტი ან რედაქტორი, რომელიც მუშაობს თბილისს გარეთ დასავლეთ საქართველოში*?
** ოდესმე გაგიშუქებიათ, ან გეგმავთ, გააშუქოთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები?
** დაინტერესებული ხართ, ნატოსა და ევროკავშირზე მეტი ინფორმაციის მიღებით?
** გაქვთ ორი თავისუფალი დღე 9-10 დეკემბერს?

მსგავსი ტრენინგი უკვე ჩატარდა აღმოსავლეთ საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებისთვისა და რედაქტორებისთვის.

რა მოლოდინები უნდა გქონდეთ: 

** გაიღრმავებთ ცოდნას სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მაგალითად: ნატოსა და ევროკავშირის არსი; სად დგას საქართველო და საით მიემართება ინტეგრაციის პროცესში; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA) და მომავალი შესაძლებლობები საქართველოსთვის;
** დაამყარებთ პირად კონტაქტებს ქართველ ექსპერტებთან და ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან საქართველოში;
** შესაძლებლობა გექნებათ, სასწავლო ვიზიტით გაემგზავროთ ბრიუსელში (ჟურნალისტებისთვის) ან მიიღოთ მცირე დაფინანსება (რედაქტორებისთვის).

ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება ექნება ჩაერთონ კონკურსში, რომლის მიზანია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საუკეთესო ანალიტიკური მასალის მომზადება. საუკეთესო ანალიტიკური მასალის ავტორები მოხვდებიან იმ სამ გამარჯვებულ ჟურნალისტს შორის, რომლებიც დაჯილდოვდებიან და სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან ბრიუსელში. 

რედაქტორებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში.

ტრენინგი ჩატარდება ბათუმში და სამუშაო ენა იქნება ქართული. ტრენინგში მონაწილეობას მიიღებს 15-20 ჟურნალისტი და რედაქტორი. ტრანსპორტირებისა და საცხოვრებელის ხარჯებს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, თქვენი CV გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kakhishvili@gip.ge არაუგვიანეს 26 ნოემბრისა.

 

წყარო: http://jobs.ge/158585/ 

ნახვების რაოდენობა : 1191

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge