ტრენინგი რეგიონული ჟურნალისტებისთვის

31 მაისი 2018

"ჟურნალისტური პასუხისმგებლობის სკოლა" ახალბედა რეგიონულ ჟურნალისტებს 13-14 ივნისს, თბილისში, ორდღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

"ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" საქართველოს ოფისი (IWPR) უკვე მესამე წელია, რაც ამ მოკლევადიან სასწავლო კურსს მასპინძლობს. 

პროექტი ხორციელდება ლიეტუვის "აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრთან" (EESC) პარტნიორობითა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგის თემებია: 

** ჟურნალისტური ეთიკა და სტანდარტები
** წყაროებთან მუშაობა/ინტერვიურების ტექნიკა
** რუსული პროპაგანდა და ახალი ამბებით მანიპულირება - ლიეტუვური გამოცდილების გაზიარება
** ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში მონაწილეობის წესები.

სესიებს გაუძღვებიან:

** ბექა ბაჯელიძე, "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის" (IWPR) კავკასიის რეგიონული დირექტორი; 
** რიტას სტასელისი, ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ლიეტუვიდან; 
** ვიტაუტას კერშანსკასი, "აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო ცენტრის" (EESC) პოლიტიკური ანალიტიკოსი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ჟურნალისტების პროფესიული უნარებისა და რეგიონული კავშირების გაუმჯობესებას საქართველოსა და მოლდოვეთში.

პროექტი ორ ეტაპისგან შედგება:

** პირველ ეტაპზე, თბილისში გაიმართება ორდღიანი ტრენინგი წინასწარ შერჩეული 15 რეგიონული ჟურნალისტისთვის. ტრენინგის მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ თემატურ სავარჯიშოებზე და მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ პრესკონფერენციაში. 
** პროექტის მეორე ეტაპზე, ტრენინგის მიმდინარეობისას შერჩეული ერთი მონაწილე ლიეტუვაში სტაჟირებაზე გაემგზავრება (შერჩევის კრიტერიუმებს EESC-ის წარმომადგენელი მონაწილეებს ტრენინგის მსვლელობისას გააცნობს).

მოთხოვნები: 

** პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პრაქტიკოს ჟურნალისტებსა და სტუდენტებს მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან
** უნდა იყოს პროაქტიური და კარგი კომუნიკაციის შესაძლებლობების მქონე;
** შეეძლოს კოსტრუქციულ დებატებში მონაწილეობა და იყოს გახსნილი დიალოგისთვის
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს.

წარსადგენი საბუთები:

** CV
** სამოტივაციო წერილი. სამოტივაციო წერილში მიუთითეთ, თუ რატომ გსურთ პროექტში მონაწილეობა და რა შედეგის მიღებას ელოდებით (არაუმეტეს 300 სიტყვისა). 

განაცხადები მიიღება მისამართზე: caucasusprogramme@iwpr.net
განაცხადებების მიღების ბოლო ვადაა 8 ივნისი, 18:00 საათი.

პროექტის ორივე ეტაპზე ჟურნალისტების მგზავრობის, განთავსებისა და კვების ხარჯებს უზრუნველყოფს IWPR და EESC.

 

წყარო: http://jobs.ge/177926/ 

ნახვების რაოდენობა : 931

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge