ტრენინგი - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი

23 მარტი 2018

რისთვის არსებობს ბიზნესი და რა არის მისი როლი საზოგადოებაში? მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნვა თუ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა? რა გზით შეუძლია კომპანიას სარგებელი ან ზიანი მოუტანოს საზოგადოებას?

ბიზნეს კომპანიების საქმიანობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოებაზე და ბუნებაზე. ეს ზეგავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.

დღევანდელი საზოგადოება ახალ მოთხოვნებს უყენებს ბიზნესს. ადამიანები მოითხოვენ კომპანიებისგან, რომ მათ მხოლოდ საკუთარ მოგებაზე კი არ იზრუნონ, არამედ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა იმ ზეგავლენებზე,  რასაც საკუთარი საქმიანობით ახდენენ გარემოსა და საზოგადოებაზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნება განუყოფელია თანამედროვე ბიზნეს-საქმიანობისაგან. ის წარმოადგენს კომპანიის სიცოცხლისუნარიანობის, გრძელვადიანი წარმატებისა და კონკურენტული უპირატესობის საფუძველს.

სამწუხაროდ, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ხშირად აღქმულია, როგორც ქველმოქმედება. შესაბამისად, მოსახლეობაც და კომპანიებიც მეტწილად კორპორაციული პასუხისმგებლობის ხარისხს ზომავენ საქველმოქმედო აქციებისა და ამაში დახარჯული თანხის რაოდენობით. ეს აღქმა მცდარია. ტრენინგის ორგანიზატორთა მიზანია კონცეფციის სწორი გააზრების ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის მიერ ამ კონცეფციის სწორი გააზრება და მისი დანერგვის სტიმულირება, რადგანაც მედია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

მაშ რა არის კორპორაციული პასუხისმგებლობა (CSR)? როგორია კომპანიების როლი თანამედროვე საზოგადოებაში და მათი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე? რატომ უნდა აიღონ კომპანიებმა თავიანთ თავზე ახალი, დამატებითი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიონ? როგორ შეიცვალა საზოგადოების ცნობიერება და როგორ აისახება ეს კომპანიათა საქმიანობაზე თუ მათ კომუნიკაციაზე საზოგადოებასთან? როგორია კორპორაციული პასუხისმგებლობის განხორციელების ფორმები და მოდელები? როგორია მედიის როლი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტიმულირებაში საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებითა და ბიზნეს კომპანიათა ქცევის და ზეგავლენების სწორი გაშუქების გზით?  სწორედ ამ საკითხების განხილვას ეძღვნება ტრენინგი: `კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მედიის როლი: რა, რატომ, როგორ?”

ტრენინიგის შესახებ

ტრენინგის მიზანია საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ჟურნალისტებს მიაწოდოს ინფორმაცია და პრაქტიკული ინსტრუქციები შემდეგი საკითხების შესახებ:

-     რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და რა კომპონენტებს მოიცავს იგი?

-     რა სარგებელი მოაქვს კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობას კომპანიებისათვის და ქვეყნისათვის ?

-     რატომ არის მედიის ჩართულობა მნიშვნელოვანი და როგორია მისი როლი?

-     როგორ შეუძლია მედიას კომპანიათა სოციალური პასუხისმგებლობის გაშუქება და სტიმულირება?

ტრენინგზე განხილული იქნება საუკეთესო ევროპული გამოცდილება პასუხისმგებელი ბიზნესის განხორციელების მოდელებისა და მიდგომების შესახებ, ასევე ადგილობრივ კომპანიათა პასუხისმგებელი პროექტების მაგალითები.

ტრენინგის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი ჟურნალისტებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ მომზადებულ მედია პროდუქტებზე (კონკურსი მოიცავს ყველა სახის მედიისათვის მომზადებულ სიუჟეტებს/სტატიებს – ბეჭდური მედია, ონლაინ მედია, ტელევიზია, რადიო, ბლოგი). კონკურსს ეყოლება ხუთი გამარჯვებული, რომლეთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო.

შესაბამისად, ტრენიგნი ერთ-ერთი მიზანია ასევე აღჭურვოს მონაწილეები სათანადო ცოდნითა და ინფორმაციით კონკურსში მონაწილების მისაღებად.

 ტრენინგის ფორმატიშედეგზე ორიენტირებული სესიები, რომელთა ფარგლებში სალექციო ფორმატს შეენაცვლება პრაქტიკული სავარჯიშოები, ჯგუფური დავალებები და დისუკსიები.

ორგანიზატორი და ტრენერები:

ტრენინგის ორგანიზატორია '`საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი". 

ტრენინგს ჩაატარებენ წამყვანი ექსპერტები, რომელთაც აქვთ ამ სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება.

ტრენინგის სამიზნე  აუდოტორია: ტრენინგი განკუთვნილია რეგიონალური მედია საშუალებების ჟურნალისტებისათვის – როგორც ციფრული, ისე ბეჭდური და სატელევიზიო მედიის წარმომადგენლებისათვის.

ადგილების რაოდენობა: 15

ჩატარების ადგილი: იყალთო (ტრანსპორტირებისა და ღამისთევის ხარჯებს უზრუნველყოფენ ორგანიზატორები)

თარიღი და ხანგრძლივობა31. 03.2018. – 01.04.2018

სამუშაო ენა: ქართული

პროგრამის ორგანიზატორები სრულად ფარავენ ტრენინგში მონაწილეობის ხარჯებს.

მონაწილეთა შერჩევის პროცედურა:

ტრენინგში მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს ვთხოვთ წარმოადგინონ:

  1. შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმა შეგიძლიათ შეავსით ელექტრონულად – იხ. ბმული)

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSer7hD16950pKbIU4Md8Q5eF2cas_S8jYSzdIuzzFDAdXypGg/viewform?usp=sf_link

მონაწილეთა შერჩევას განახორციელებს პროექტის ორგანიზატორთაგან დაკომპლექტებული საბჭო წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შედეგად.

თითო მედია საშუალებიდან შესაძლებელია ერთზე მეტი აპლიკაციის წარდგენა (მაქსიმუმ ორი). თუმცა უპირატესობა მიენიჭება სხვადასხვა მედია საშუალებებიდან წარმოდგენილ აპლიკაციებს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა28 მარტი, 2018 .

ტრენინგი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

წყარო:  http://www.jobs.ge/170205/ 

ნახვების რაოდენობა : 927

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge