ტრენინგები სოციალურ მეწარმეობაში

28 მარტი 2018

მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება
ტრენინგები სოციალურ მეწარმეობაში

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც "ფონდი") სურს შეარჩიოს თავისი პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები (ახალგაზრდული მუშაკები). ტრენინგები ჩატარდება საქართველოსა (თბილისში) და ბელგიაში (ბრიუსელი). პროექტს - "სოციალური მეწარმეობა მოწყვლადი ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციისათვის" - ახორციელებს სომხეთის, ბელგიის, დანიის, საქართველოს და უკრაინის პარტნიორი ორგანიზაციების კონსორციუმი. პროექტის მოკლე მიმოხილვა იხილეთ დანართში 2.

ნებისმიერი განმცხადებელი უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის განვითარებას და აქვს (ან სურს ჰქონდეს) სოციალური საწარმო მოწყვლადი ახალგაზრდების შრომით ინტეგრაციის მიზნით (შრომით ინტეგრაციის სოციალური საწარმო). იმისათვის, რათა განმცხადებელს შეეძლოს დაგეგმილი ტრენინგისაგან სარგებლის მიღება, იგი უნდა ლაპარაკობდეს ინგლისურად, ესმოდეს ინგლისური და ჰქონდეს ტრენერის/ფასილიტატორის (ახალგაზრდული მუშაკის) გამოცდილება ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების სფეროში.

ტრენინგის შედეგად განმცხადებლები შეძლებენ მოწყვლად ახალგაზრდებს შორის არაფორმალური საშუალებებით გაავრცელონ ცოდნა მუშაობის ძირითადი უნარების შესახებ, დაგეგმონ სოციალური ბიზნესი, და შეიმუშაონ მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის. 

გარდა ამისა, განმცხადებლებს შეეძლებათ ჩართონ თავიანთი სამოქალაქო ორგანიზაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სოციალური მეწარმეების ქსელში (ინტერნეტის პლატფორმის მეშვეობით რომელიც უნდა განვითარდეს) და პროექტის საბოლოო კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება მოწყვალადი ახალგაზრდობის ინტეგრაციას მუშაობის გზით.

განმცხადებლის ორგანიზაცია სარგებელს მიიღებს პროექტიდან სხვა მხრივაც. კერძოდ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდული მუშაკების არაფორმალური საგანმანათლებლო ძალისხმევის გაგრძელება საქართველოში მხარდაჭერილი იქნება ფონდის საგრანტო პროგრამით. ეს პროგრამა პრიორიტეტს ანიჭებს სოციალური საწარმოთა განვითარების ხელშეწყობას და გრანტის მიმღები სოციალური საწარმოები შეძლებენ პროექტის ტრენინგებით შეძენილი უნარების შემდგომ გამოყენებას.

მოველით, რომ განმცხადებლები გაავრცელებენ შეძენილ ცოდნას, როგორც საკუთარი ორგანიზაციების და მათი სოციალური საწარმოების ბენეფიციარებს შორის, ასევე მათ ფარგლებს მიღმაც.

შერჩეული განმცხადებლები მზად უნდა იყვნენ დაესწრონ შემდეგ 3 ტრენინინგს.

ტრენინგი: დასაქმების ძირითადი უნარები
მიმწოდებელი: ახალგაზრდობის სოციალური უფლებების ქსელი (დანია)
თარიღი: 25-29 ივლისი, 2018 (24 ივლისი ჩამოსვლა, 30 ივლისი გამგზავრება) 
ადგილი: საქართველო (თბილისი)

ტრენინგი: მეწარმეობის სკოლა - ფოკუსი სოციალურ მეწარმეობაზე
მიმწოდებელი: Think Young (ბელგია)
თარიღი: 18-22 ივნისი, 2018 (17 ივნისი ჩასვლა, 23 ივნისი გამომგზავრება) 
ადგილი: ბელგია (ბრიუსელი)

ტრენინგი: პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის
მიმწოდებელი: საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია
თარიღი: 15-20 სექტემბერი, 2018 (14 სექტემბერი ჩამოსვლა, 20 სექტემბერი გამგზავრება)
ადგილი: საქართველო (თბილისი)

ტრენინგი შეფასდება მონაწილეთა მიერ. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ Youthpass სერტიფიკატი (არაფორმალური და ფორმალურს მიღმა სწავლის აღიარების საშუალება ახალგაზრდულ პროექტებში).

მომართვის პროცედურა:

** განმცხადებელმა 2018 წლის 15 აპრილამდე უნდა წარმოადგინოს შევსებული ფორმა შემდეგ მისამართზე: akhantadze@fondi.gov.ge (cc: paatagurgenidze@gmail.com
** განმცხადებელმა უნდა გამოიყენოს დანართ 1-ში მოცემული ფორმატი
** ერთი ორგანიზაციიდან შეირჩევა არა უმეტეს 2 მონაწილისა
** პირველ ეტაპზე შერჩეულებს შეიძლება ჩაუტარდეთ გასაუბრება
** სულ 8 განმცხადებელი იქნება შერჩეული საქართველოდან
** შერჩეულ განმცხადებლებს ეცნობებათ ამის შესახებ 2018 წ. 25 აპრილამდე.

დანართების ჩამონათვალი: 

დანართი 1 - განცხადების ფორმა: https://drive.google.com/open?id=1Lxkr6ZQPgSptVjNCVEcxP-tFsIUicOHD 

დანართი 2 - პროექტის მოკლე მიმოხილვა: https://drive.google.com/open?id=17WF4N8YWucCj7iab_8AlOM0zTz-7T6LY 

დანართი 3 - ტრენინგის გეგმა: დასაქმების ძირითადი უნარები: https://drive.google.com/open?id=1M9pN8O_26K2-h2HYlcCbvJzDaR_SI5kS 

დანართი 4 - ტრენინგის გეგმა: მეწარმეობის სკოლა - ფოკუსი სოციალურ მეწარმეობაზე: https://drive.google.com/open?id=1ovbKHW9zOn3_cLd405iBCZxi6G9McCu8 

დანართი 5 - ტრენინგის გეგმა: პროდუქტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიები სოციალური საწარმოებისათვის: https://drive.google.com/open?id=1H5svDJKL9PlIBfSNHc_4N28HBig9K_JV 

Calls for Proposals and Applications - Children and Youth Development Fund

Social Entrepreneurship for Disadvantaged Youth Social Integration

წყარო: http://jobs.ge/170717/ 

ნახვების რაოდენობა : 859

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge