ტრენინგები ჟურნალისტებისთვის - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

06 სექტემბერი 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიურო წარმოადგენს, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგების შესახებ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აცხადებს კონკურსს თბილისში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება 28 სექტემბერს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ტრენინგების მიზანია საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად.

ტრენინგის ხანგრძლივობაა 1 დღე და ჩატარდება თბილისში.

ტრენინგები  მოიცავს ღია მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარების გაძლიერებას. ტრენინგის ფარგლებში განსახილველი საკითხებია:

  • საკანონმდებლო ცვლილებების პროცესის მონიტორინგი ღია წყაროებზე დაყრდნობით;
  • სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი;
  • პოლიტიკური პარტიების შემომწირველები და მათი მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში;
  • ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • კერძო საკუთრების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები;
  • ღია მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ტრენინგის მონაწილეების მოთხოვნის მიხედვით.

განცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:jobs@transparency.ge

გთხოვთ, ელექტრონული განაცხადის სათაურში მიუთითოთ “ჟურნალისტებისათვის ტრენინგებში მონაწილეობა”. განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 17 სექტემბერი.

 

წყარო: https://www.transparency.ge

ნახვების რაოდენობა : 401

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge