ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

15 აგვისტო 2018

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" საქმიანობის მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://transparency.ge

ტრენინგების შესახებ:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთსა და აჭარაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ტრენინგების ციკლში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ჩატარდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ტრენინგების ციკლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებს, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებს და გაერთიანებებს მიეცეთ საშუალება, უკეთ დაგეგმონ საკუთარი საქმიანობა საზოგადოებრივი სიკეთეების უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი, ავტონომიური და ცენტრალური ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. ტრენინგები მოიცავს მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ადვოკატირების, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სწავლებას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების გაზიარებას.

ტრენინგების ციკლის ფარგლებში გათვალისწინებულია 4-4 ტრენინგის ჩატარება 2018 წლის განმავლობაში ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. პროექტით გათვალისწინებულია სხვა მუნიციპალიტეტებში მოქმედი ორგანიზაციების თანამშრომელთა და მოხალისეთა ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა. თითო ორგანიზაციიდან ტრენინგზე დასწრების საშუალება მაქსიმუმ 2 წარმომადგენელს ექნება.

29-31 აგვისტოს ტრენინგი ჩატარდება ფონდების და დაფინანსების წყაროების მოძიებაზე, მცირე და დიდ შემომწირველებთან მუშაობაზე. (29 აგვისტოს ქუთაისში, 30 აგვისტოს ზუგდიდში, 31 აგვისტოს ბათუმში). 

განცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა ორგანიზაციამ ელექტრონულ მისამართზე jobs@transparency.ge უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები, ქართულ ან ინგლისურ ენაზე:

** სამეწარმეო რეესტრში ორგანიზაციის რეგისტრაციის უახლესი ამონაწერი;
** ორგანიზაციის მიერ განხორციელებული აქტივობების მოკლე ჩამონათვალი (მაქსიმუმ 500 სიტყვა).

ასევე, დოკუმენტების მიღება შესაძლებელია ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში, 10:00-დან 18:00 საათამდე (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით), შემდეგ მისამართებზე:

თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61, 0102, ტელ:+ 995 322 92 14 03
ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 21, 4600, ტელ: +995 0431 25 45 31
ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 74, 6010, ტელ:+995 0422 29 44 88
ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ. 2, 2100, ტელ: +995 0415 22 37 20

გთხოვთ, განაცხადის სახელწოდებაში მიუთითოთ "ტრენინგებში მონაწილეობა". 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 20 აგვისტო.

წყარო: http://jobs.ge/186133/ 

ნახვების რაოდენობა : 280

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge