ტრენინგ-სემინარი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტებისათვის

11 ივნისი 2018

კონსორციუმი - საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი (UGMRD) და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი (CCFJ) პროექტის "ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი"-ს ფარგლებში აცხადებს კონკურსს დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტებისათვის.

პროექტის მიზანია: ლენტეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება რათა თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.

კონკურსით შერჩეული ჟურნალისტები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგ-სემინარებში ქვემო სვანეთში: დაბა ლენტეხში და ქვემო სვანეთის 3 სოფელში:

** ივლისის თვეში დაბა ლენტეხში გაიმართება 2-დღიანი ტრენინგ-სემინარი, ასევე განხორციელდება გასვლა კურორტ მუაშთან მდებარე სოფელ სასაშში, სადაც გაიმართება სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან;
** აგვისტოში მოეწყობა სკაიპ-კონფერენცია ჩოლურის თემის ახალგაზრდობასთან;
** სექტემბერში მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ ხელედში;
** ოქტომბერში მოეწყობა სადისკუსიო შეხვედრა მოსახლეობასთან სოფელ რცხმელურში.
** ჟურნალისტების ტრანსპორტირების, სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯებს გაიღებს პროექტის განმახორციელებელი კონსორციუმი.

საკონკურსო მოთხოვნები ჟურნალისტებისათვის:

** სიღრმისეული რეპორტინგის გამოცდილება და შესაბამისი კომპეტენცია;
** სვანეთში არსებული პრობლემების მედია-გაშუქების ინტერესი.

შერჩეულ ჟურნალისტებთან გაფორმდება მემორანდუმები და ტრენინგ-სემინარებიდან თავიანთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნების შემდეგ, მათ ექნებათ ვალდებულება შექმნან მედია-პროდუქცია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტებმა 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: mtianiregionebi@yahoo.comtsotne_museliani@yahoo.com

საკონტაქტო პირი - ცოტნე მუსელიანი, ტელ: 598 300 611;

გასაუბრება ჩატარდება ქუთაისში მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. 

კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ. პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში 45 თვის განმავლობაში განხორციელდება 110-ზე მეტი აქტივობა, გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 5.07 მილიონ ევროს (ევროკავშირის თანამონაწილეობა 3.8 მილიონი ევრო).

 

წყარო: http://jobs.ge/179074/ 

ნახვების რაოდენობა : 1047

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge