ტრენინგ-კურსი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე

,,აჭარის დემოკრატიული განვითარების ცენტრი”, ფონდის ,,ღია საზოგადოება საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს ,,ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობაში”.
გიწვევთ ტრენინგ-კურსზე, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფციას, უფლებამოსილებების სახეებს (საკუთარი, დელეგირებული) და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს. ტრენინგ-კურსზე მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში და არის 18-35 წლის.
ტრენინგ-კურსი ერთ დღიანია, დასწრების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ გსურთ აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობის მიღება მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ddcageorgia@gmail.com ;
გთავაზობთ ტრენინგის გეგმას.
I ნაწილი: რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა?
ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და სამართლებრივი საფუძვლები;
ხელისუფლების ვერტიკალური დაყოფა და დეცენტრალიზაციის მნიშნველობა;
პრაქტიკული სავარჯიშო: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გამიჯვნა
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების სახეები: ა) მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები; ბ) მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილებები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური მოწყობა: საკრებულო, მერია.
II ნაწილი – ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები:
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები;
დასახლების საერთო კრება
პეტიცია
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა
მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
სამოქალაქო ბიუჯეტი
მონაწილეობის საერთაშორისო მაგალითები: ადგილობრივი რეფერენდუმები, საზოგადოებრივი კონსულტაციები, თანამონაწილეობითი დაგეგმვა;
პრაქტიკული სავარჯიშო: პრობლემის შერჩევა და მისი ადვოკატირება (სიმულაცია)
თარიღი: 13 მაისი, 14:00.
მისამართი: ქ. ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო 90
წყარო: https://adjarademocracy.wordpress.com/2018/05/09/training/
კომენტარი