თანასწორთა განათლების პროგრამა ქვემო ქართლში

20 ივნისი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" აცხადებს კონკურსს თანასწორთა განათლებით დაინტერესებული ახალგაზრდების შესარჩევად. კონკურსის შედეგად შერჩეული მონაწილეები პირველ ეტაპზე გაივლიან სამდღიან ტრენინგს და მომზადდებიან თანასწორ განმანათლებლებად. გადამზადების შემდეგ, კი შეძლებენ თავად დაგეგმონ და განახორციელონ მცირე ზომის პროექტები მათი თანატოლებისათვის. პროექტები განხორიცლდება მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

თანასწორთა განათლების ტრენინგები განხორციელდება 3, 4 და 5 ივლისს 11:00 - 16:00 საათამდე ქ. რუსთავში, "სიდას" ოფისში (ფიროსმანის ქ. #9).

 შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16-დან 20 წლამდე დაინტერესებულ ახალგაზრდებს ქვემო ქართლის მასშტაბით;
 მონაწილეებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებიდან დაუფინანსდებათ მგზავრობის ხარჯი;
 სულ მოხდება 20 მონაწილის შერჩევა;
 სავალდებულოა მონაწილეთა დასწრება სამივე სატრენინგო დღეზე;
 ტრენინგის ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა: 29 ივნისიი, 18:00 სთ. ტრენინგისთვის შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება არაუგვიანეს 2 ივლისი 15:00 საათისა.

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) პროექტს „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) პარტნიორობით ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს თანასწორთა განათლება და ახალგაზრდების ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ბულინგი, მრავალფეროვნების მიმღებლობა და ემპათია, სტერეოტიპები და დისკრიმინაცია, თანასწორთა ზეგავლენა და ასერტული ქცევა.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ქეთი ჩიტაშვილი
591 414533/ 592 926565
k.chitashvili@cida.ge

 

წყარო

ნახვების რაოდენობა : 5110

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge