სტრატეგიული კომუნიკაცია თანამედროვე საინფორმაციო გარემოში - საიმონ ვესტის მასტერკლასი

22 ივნისი 2017

პირველად საქართველოში, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო" საჯარო და არასამთავრობო ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს აძლევს უნიკალურ შანსს დაესწრონ საიმონ ვესტის მასტერკლასს სტრატეგიულ კომუნიკაციებში, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და Fake-ნიუსების სამყაროში ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზებაზე.

პირველად საქართველოში, სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ არსებული დეფიციტური ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება ფართო აუდიტორიისთვის.

საიმონ ვესტი (Simon West O.B.E.) - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკია, ოცდაათწლიანი სამხედრო კარიერით. ის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტია, რომელიც 2015 წელს, ძალადობრივი კონფლიქტის თავიდან აცილების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უმაღლესი ორდენით, "ბრიტანეთის იმპერიის წარჩინებული ოფიცრის წოდებით" დააჯილდოვა. 15 წლის განმავლობაში სხვადასხვა გადაცემაში სამხედრო ექსპერტის სტატუსით გვევლინებოდა.

საიმონ ვესტმა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში, როგორც ოპერაციების მთავარმა მხარდამჭერმა, ახლახანს დაასრულა ორწლიანი როტაცია. როტაციის პერიოდში მის პასუხისმგებლობაში ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ჩათვლით, ოპერატიული დონის მხარდაჭერა, კონსულტირება და ტრენინგები შედიოდა. ამჟამად იგი, საინფორმაციო აქტივობების მიმართულებით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მრჩეველია.

საიმონ ვესტი (Simon West O.B.E. ) ერთ-ერთი პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების მრჩეველი იყო 2008 წელს, ავღანეთში. მუშაობდა ყანდაჰარშიც, სამხრეთ სარდლობის რეგიონული შტაბში, აგრეთვე სამხრეთ ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ სარდლობაში, სადაც გენერალ ჯეიმს მატისის მთავარი „ბრიფერი“ იყო. სწორედ საიმონ ვესტს უკავშირდება ნატოს სახმელეთო ოპერაციების დოქტრინის გადამუშავება და განახლება.

ამდენად, "სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს" მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების შესახებ დასავლური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.


22 ივლისი, შაბათი

11:00 - მისასალმებელი სიტყვა
გიორგი მოლოდინი - სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველო

11:15 - მისასალმებელი სიტყვა, კურსის პირველი ნაწილი
საიმონ ვესტი

■ საინფორმაციო გარემო

- ადამიანი კომუნიკაციისადმი მოთხოვნილება და საჭიროება;
- ინფორმაცია, როგორც ძალა - ადამიანი და ინფორმაციის დამუშავება: აღქმა, ქცევა და დამოკიდებულებები;
- ქსელები/სისტემები - კავშირი ადამიანებს შორის;
- გონება - სადაც ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხმარება;
- თანამედროვე საინფორმაციო გარემო - გადატვირთული და -
- ურთიერთდაპირისპირებული სივრცე.

შესვენება: 5 წთ

■ შემობრუნება პროპაგანდის ეპოქისკენ (ინტერნეტის დაბადება)

- პროპაგანდა სიკეთისა და ბოროტებისთვის - წარმოშობა და განვითარება;
- რუსული პროპგანდისტული მანქანის შესახებ - მაგალითების განხილვა.

13:30 - 14:30 შესვენება: ყავა/ჩაი

14:30 - კურსის მეორე ნაწილი

■ საინფორმაციო გარემოს ბუნება - კოგნიტური, ფიზიკური და ვირტუალური განზომილებები:

- საინფორმაციო გარემოს გაგების მოდელები;
- საინფორმაციო გარემოს შეფასება;
- სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირება;
- სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;

შესვენება: 5 წთ

■ ნარატივების ბრძოლის ველზე:

- ნარატივის თეორიის შესახებ;
- ნარატივი, როგორც ბრძოლის იარაღი - თავდაცვითი და შეტევითი;

შესვენება: 5 წთ

■ როგორ გამოიყენებს კერძო და სახელმწიფო სექტორი ინფორმაციას ახალი რეალიების შესაქმნელად:

- აქტორები და მათი როლის გაგება;
- ნარატივი, ბრენდი და რეკლამა;
- მაფორმირებელი და დამარწმუნებელი - ქცევითი ეფექტი;
- ინტერნეტი - საფრთხე თუ პერსპექტივა;
- ახალი გარემოებები - ახალი ბრძოლის ველი;
- ფეიქ-ნიუსები და პროპაგანდა;
- სიმართლის მანიპულაცია;
- ინტერნეტ-ტროლინგი და მცდარი ინფორმაციები;
- აქტორები და მათი საშუალებები - როგორ აღმოვაშინოთ და გავუმკლავდეთ მათ.

17:30 - 18:00 - კურსის დახურვა.

⏬ ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 150 ლარი
ტრენინგის ჩატარების თარიღი: 22 ივლისი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 15 ივლისი

⏬ კურსზე რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/aMzTESCV7KsWmzvG3

⏬ საბანკო რეკვიზიტები:
TBC BANK, GE28TB7404945067800003
Marketing Solutions [I/N: 4000 89 603]

დამატებითი ინფორმაციისთვის:
+995 (591) 07 09 05
+995 (598) 23 12 71

 

წყარო: facebook

ნახვების რაოდენობა : 3486

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge