შშმ პირთა დასაქმების კონსულტანტის მასტერკლასი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

26 ოქტომბერი 2017

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით ყველას შრომის უფლება გარანტირებულია და აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანების დასაქმებისთვის შესაბამისი სამართლებრივი, ფიზიკური და ინსტიტუციური გარემო ჯერჯერობით არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ცალკეული წარმატებული შემთხვევები უკვე არსებობს ბიზნესსექტორში, რისი გაზიარებაც არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ.

სწორედ ამ მიზნით, ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, 16:00 საათზე კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაიმართება მასტერკლასი, რომელსაც გაუძღვება შშმ პირთა დასაქმების კონსულტანტი ზურაბ ორგაგველიძე. მას შშმ პირების დასაქმების სფეროში სამწლიანი გამოცდილება აქვს. მისი დახმარებით საქართველოში 150 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი დასაქმდა.

მასტერკლასზე ზურაბ ორაგველიძე არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუზიარებს ბიზნესკომპანიებში შშმ ადამიანების დასაქმების გამოცდილებას და მიმოიხილავს შშმ პირთა დასაქმების რამდენიმე წარმატებულ ისტორიას. ის ასევე გააკეთებს შშმ პირთა დასაქმების თვითშეფასების კითხვარის პრეზენტაციას, რომელიც დაეხმარება მონაწილეებს შშმ პირთა დასაქმებისთვის საკუთარი ორგანიზაციის მზაობის შეფასებასა და რეალისტური გეგმის შემუშავებაში.

მასტერკლასი გაიმართება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC). მისამართი: ოთარ ჩხეიძის ქუჩა #5 ( ყოფილი: ალ. ყაზბეგის 34, ნაკვეთი 3). დასწრება თავისუფალია. 

 

წყარო: EWMI Access

ნახვების რაოდენობა : 1292

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge