საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ

14 აგვისტო 2018

ახალგაზრდების საყურადღებოდ - თუ ხარ 18-იდან 25 წლამდე და გინდა, მეტი გაიგო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მაშინ ეს საზაფხულო სკოლა შენთვისაა.

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია
  • ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები
  • ევროკავშირის ისტორია
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება, DCFTA 
  • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
  • მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში;
  • ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი
  • როგორ გავარჩიოთ სწორი და არასწორი ინფორმაცია?
  • ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები
  • ევროკავშირის დახმარების პროგრამები

სავალდებულო მოთხოვნა: თქვენი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები უნდა შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.

ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე. საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სკოლა ჩატარდება 23-24 აგვისტოს; საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი.

დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, არა უგვიანეს - 21 აგვისტოს 18:00 საათისა :https://docs.google.com/…/1tR9S3s4frLFmwmykA1LGCtK0mOc…/edit

პროექტში მონაწილეობა უფასოა. 
ადგილები შეზღუდულია.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ ელ.ფოსტაზე: infocenter@mfa.gov.ge ან ნომერზე 595602030.

წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

ნახვების რაოდენობა : 1084

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge