საზაფხულო ბანაკი UPCYCLING ACADEMY მოსწავლეებისათვის

09 ივლისი 2018

2018 წლის 19-21 ივლისს იმერეთის მხარის მენიერთა კავშირი „სპექტრი“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით აწყობს სამდღიან საზაფხულო ბანაკს Upcycling Academy, რომელიც მიზნად ისახავს რეციკლირების დარგში პროფესიული განათლების პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას.

ვიწვევთ ქუთაისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოს დაცვისა და ნარჩენების გადამუშავების საკითხებით. საზაფხულო ბანაკი შემეცნებით ხასიათს ატარებს: შეიცავს პრეზენტაციებს საინტერესო და აქტუალურ თემებზე, ინტერაქტიურ თამაშებს, ვიქტორინებს, მცირე თემატურ ექსკურსიებს. ბანაკის მონაწილეები პროფესიონალი მხატვრის დახმარებით ისწავლიან და დაამზადებენ სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს პლასტიკის ნარჩენებისგან. 

ბანაკი იმუშავებს მხოლოდ დღის საათებში, მისი მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით.
ბანაკი ხორციელდება პროექტის „რეციკლირება: ახალი გამოწვევები-ახალი პროფესიული შესაძლებლობები“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD)მცირე საგრანტო კონკურსის მიერ. პროექტი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის“ და ფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში. 

ბანაკი მოეწყობა 2018 წლის 19-21 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური და გერამოსდაცვითი ტექნოლოგიების დეპარტამენტის ბაზაზე (ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი N98, კორპუსი VIII)

ბანაკში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, შეირჩევა მხოლოდ 25 უფროსკლასელი.

ბანაკში მონაწილეობისათვის საჭიროა შეივსოს სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://goo.gl/forms/fvFUavf2eJPTGog33

 

წყარო: The Imereti Scientists' Union "Spectri"

ნახვების რაოდენობა : 465

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge