სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

16 აპრილი 2018

მედიის განვითარების ფონდი (MDF), "დოიჩე ველე აკადემიის" (DWA) მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს "მითების დეტექტორის ლაბორატორიის" მედია წიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.

პროგრამა განკუთვნილია არა ჟურნალისტებისთვის.

შერჩეული აპლიკანტები პროგრამის ფარგლებში გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მედია წიგნიერება: როგორ ფუნქციონირებს მედია, ინფორმაციის წყაროების კრიტიკული შეფასება, მედია საკუთრება და გამჭვირვალობა და სხვა;
** ინფორმაციის გადამოწმების ტექნოლოგიები: ყალბი ინფორმაცია/ფოტო/ვიდეო; ტროლების ამოცნობა;
** მულტიმედია პროდუქტის წარმოება;
** მონაცემთა ვიზუალიზაცია.

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 3,5 თვეა. ტრენინგები შაბათობით ჩატარდება, ხოლო სტაჟირება "მითების დეტექტორის" ვებ-გვერდზე კვირის განმავლობაში სტუდენტებთან ინდივიდუალურ მუშაობას გულისხმობს. კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები http://www.mythdetector.ge-ზე გამოქვეყნდება, ხოლო მულტიმედია მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.

კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ის სერტიფიკატები, ხოლო ჟიური 4 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს გამოავლენს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. სპეციალური პრიზის მფლობელი `დოიჩე ველე აკადემიის` (DWA) ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება, ხოლო I - III ადგილზე გასული ნაშრომების ავტორები სერტიფიკატებთან ერთად საჩუქრად ციფრულ ტექნიკას მიიღებენ.

მოთხოვნა:

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უნდა იყოს 18-25 წლამდე ახალგაზრდა;
** უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;
** ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfH5725ZlsKFq13-d9XM7hYPy2aH6n-v7az4laXr4FGfXCckA/viewform 

ასევე გამოაგზავნეთ:

** სამოტივაციო წერილი, სადაც მიუთითებთ, რატომ გსურთ პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა მოლოდინი გაქვთ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ გამოცდილებას.
** დეტალური რეზიუმე (CV).

დამატებითი მასალები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mdfgeorgia.ge

დოკუმენტის გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: "მითების დეტექტორის ლაბორატორია". შერჩეულ კანდიდატებს დამატებით ჩაუტარდებათ გასაუბრება.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2018 წლის 27 აპრილი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე.

ტელ: 2 11 20 26.

 

წყარო: http://jobs.ge/172414/ 

ნახვების რაოდენობა : 942

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge