სასწავლო კურსი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია

31 მაისი 2018

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს მიღებას სასწავლო კურსზე - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

შესასწავლი თემატიკა:

** შესავალი ლექცია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
** ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებზე სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით;
** წამების აკრძალვა (უფლების შინაარსი და მოცულობა, ქმედების კვალიფიკაცია, სასჯელაღსრულების სფერო, სამხედრო სამსახური, დაკავებისას გამოყენებული ძალის აუცილებლობა და თანაბარზომიერება, არასათანადო მოპყრობასთან გათანაბრებული შეუწყნარებლობა);
** თავისუფლების უფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (დაკავების მართლზომიერება, პატიმრობის და გირაოს, როგორც აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება, საპატიმრო გირაოს შესაბამისობა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, საგამონაკლისო საქმეები);
** უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (მტკიცებულებების დასაშვებობა, დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო და საშუალებები, ჯვარედინი დაკითხვა);
** უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (გამოსახულების დაცულობის უფლება, რეპუტაციის დაცულობის უფლება, ქორწინების და შვილად აყვანის უფლება, განქორწინების დავები, საცხოვრისის დაცულობის უფლება, კორესპონდენციის დაცულობის უფლება პენიტენციურ დაწესებულებაში);
** აზრის სინდისისა და რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (უფლების შინაარსი და მოცულობა, ტრადიციული და არატრადიციული რელიგიები, რწმენა და შეხედულებები, "მხეცის ნიშანთან" დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, რელიგიური თემები, სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის ვალდებულება, რელიგიური სიმბოლოები)
** გამოხატვის თავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (უფლების შინაარსი და მოცულობა, პოლიტიკური, სახელოვნებო და კომერციული გამოხატვა, ფაქტები და შეფასებითი მსჯელობა, ადვოკატის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს მიუკერძოებლობის წინააღმდეგ მიმართული გამოხატვა, სიძულვილის ენა)

სასწავლო კურსს გაუძღვება ნანა მჭედლიძე.
კურსის ხანგრძლივობაა 16 საათი (8 შეხვედრა). ლექციები ჩატარდება ივნისის თვეში, სამუშაო დღეებში საღამოს 19:00 საათიდან. 
სასწავლო კურსის ღირებულებაა 50 ლარი. კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

ტრეინინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ CV 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: legaleducation@legaleducation.ge ან n.baghashvili@gyla.ge

დამატებითი კითხვებისა და ინფორმაციის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუიკავშირდეთ.

საკონტაქტო პირები:

მარიამ აბულაძე- ltic@gyla.ge | iuridiuliganatleba@yahoo.com 
ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 147), მობ: 595961900;

ნინო ბაღაშვილი- n.baghashvili@gyla.ge
ტელ: 2 936101 (შიდა ნომერი 137), მობ: 558671754.

 

წყარო: http://jobs.ge/177778/ 

ნახვების რაოდენობა : 1393

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge