პროგრამა - ქალები2030

17 ნოემბერი 2018

"ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო", პარტნიორებთან ერთად, გიწვევთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში "ქალები2030" (#Women2030) მონაწილეობის მისაღებად. 

ზემოხსენებულ პროგრამას "WECF | საქართველო" ახორციელებს ორგანიზაციებთან - "ქალთა ფონდი საქართველოში", "We Research" და "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)" - პარტნიორობით. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი სემინარი და მცირე გრანტების გაცემა ქალთა ჯგუფებისთვის, ისევე, როგორც გენდერული შეფასებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ალტერნატიული ანგარიშის მომზადება.

პროგრამის მოკლე აღწერა:

2015 წელს გაეროს წევრი 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების 15 წლიან დღის წესრიგზე, რომელიც 17 მიზანს და 169 ამოცანას მოიცავს. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG), შესაბამისი ამოცანებით, იმდაგვარადაა შემუშავებული, რომ ხელი შეუწყოს სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას; ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობის შემცირებას; მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობას; გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას და სხვა. მდგრადი განვითარების ამ ამბიციური მიზნების შესრულების ვადად 2030 წელი განისაზღვრა. საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ნაციონალიზაცია და პრიორიტეტიზაცია 2015 წლიდან დაიწყო. მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანში გენდერული პერსპექტივა იყოს ინტეგრირებული, რადგან ქალების აქტიური მონაწილეობის გარეშე გენდერული თანასწორობის და მდგრადი განვითარების მიღწევა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, "ქალები2030" მხარს უჭერს SDG-ების შესრულებას და მიიჩნევს, რომ გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. პროგრამა ხორციელდება საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 50 ქვეყანაში კოალიციის მიერ, რომელიც ქალთა და გენდერული თანასწორობის 5 ქსელური ორგანიზაციისაგან შედგება.

პროგრამის მიზანი:

პროგრამის "ქალები2030" მიზანია ქალთა ჯგუფების შესაძლებლობების განვითარება და მათი ჩართულობის გაზრდა მდგრადი განვითარების მიზნების ადვოკატირებისა და ლობირების პროცესში. ადვოკატირება გულისხმობს ქალების მონაწილეობას ყველა იმ პოლიტიკურ პროცესებში, რაც მდგრადი განვითარების დღის წესრიგს უკავშირდება, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე თანასწორუფლებიან, ინკლუზიურ და გარემოსდაცვით მდგრად განვითარებას.

ტრენინგის შესახებ:

პროგრამის მონაწილეები გაივლიან ორდღიან ტრენინგს, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნებს და გენდერულ თანასწორობას შეეხება. ტრენინგის მონაწილეები ისწავლიან მათი თემის საჭიროებების უკეთ განსაზღვრას და ამ საჭიროებების მტკიცებულებებად გარდაქმნას იმისთვის, რომ კონკრეტული საკითხების ადვოკატირება უფრო ეფექტურად განახორციელონ. ტრენინგის დასრულების შემდგომ გაიცემა 5 მცირე გრანტი. მცირე გრანტების მიზანია ტრენინგზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, პრაქტიკული აქტივობების განხორციელება თემის საჭიროებების გასაცნობად და გამოვლენილ საჭიროებებზე დაფუძნებით ადვოკატირების კამპანიის წარმოება. საგრანტო ბიუჯეტის მაქსიმუმი შეადგენს 1000 ევროს იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებსაც მონაწილეები ჯგუფში ან/და ინდივიდუალურად შეიმუშავებენ ტრენინგის შემდეგ სააპლიკაციო ვადაში. 

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ ქალთა ჯგუფებს, რომელთა მთავარი მიმართულებაა ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვა და მათთან დაკავშირებული საკითხები, როგორც თბილისიდან, ისე რეგიონებიდან. პრიორიტეტი მიენიჭებათ ეთნიკური უმცირესობების ინიციატივებს და რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებს/ჯგუფებს.

წარსადგენი დოკუმენტები: 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი ქართულად არაუგვიანეს 2 დეკემბრისა. განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://goo.gl/nL3afN 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს. 

ზოგადი ინფორმაცია:

ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 7-8 დეკემბრს (2 დღე), თბილისში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანაზღაურდება მხოლოდ რეგიონიდან ჩამოსული მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯები (არ ანაზღაურდება განთავსების ხარჯი). ტრენინგის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა - 15. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

იდა ბახტურიძე - WECF-ის საქართველოს ოფისის და გენდერის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: ida.bakhturidze@wecf.org 
ორგანიზაციისა და პროგრამის ვებ-გვერდები: http://www.wecf.eu | http://www.wecf.ge 
http://www.women2030.org 

WECF | საქართველო არის ქსელური საერთაშორისო ორგანიზაციის ფილიალი, რომელიც 150-ზე მეტ ქალთა, ჯანდაცვით და გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს 50 ქვეყანაში. WECF | საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მუშაობს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს გენდერულ თანასწორობასთან, გარემოს დაცვასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ პროექტებს. ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ფოკუსი არის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლა. ჩვენი პროექტების დახმარებით, ქალებსა და კაცებს საშუალება აქვთ დამოუკიდებლად შექმნან თავიანთი რეგიონების მომავალი მდგრადი განვითარების გზით.

 

წყარო: http://www.jobs.ge/197164/ 

ნახვების რაოდენობა : 273

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge