პიროვნული განვითარების ტრეინინგი - რუსთავი

16 მაისი 2018

პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით" ფარგლებში, დაგეგმილია პიროვნული განვითარების პროგრამა ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის - ტრეინინგი სამსახურის ძიების ეფექტური გზების, CV და სამოტივაციო წერილის შედგენის ტექნიკებისა და წარმატებული გასაუბრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისათვის. 

ტრეინინგის თემატიკა:

** CV-ს შედგენა;
** სამოტივაციო წერილის წერა;
** ვაკანსიის ძიების გზები კერძო და საჯარო სექტორში;
** გასაუბრების ეტიკეტი;
** ეფექტური თვითპრეზენტაცია, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია.

ტრეინინგი ჩატარდება ორ ნაკადად:

** 2018 წლის 26-27 მაისს (რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 17 მაისი)
** 2018 წლის 9-10 ივნისს (რეგისტრაციის ბოლო ვადა 2018 წლის 31 მაისი).

რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგი ბმულის საშუალებით:
https://docs.google.com/forms/d/12otoNJ4I5WkFdN3YiWCpwRmQmHG2l8OccIl6GEnFt5E/

რეგისტრაციისას აუცილებელია მიუთითოთ თქვენთვის სასურველი დრო. 

ღონისძიება ჩატარდება ქ. რუსთავში, რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში http://iscr.ge/

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობასთან დაკავშირებულ განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯებს დაფარავს
ორგანიზატორი მხარე.

პროექტი ხორციელდება ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, "ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობის" ორგანიზებით, პროექტის "ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის მიზნით" ფარგლებში. 

კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით: info.kkieu@gmail.com

 

წყარო: http://jobs.ge/175759/ 

ნახვების რაოდენობა : 1172

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge