მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ სალექციო კურსი იწყება

05 აპრილი 2018

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამა „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ იწყებს სალექციო კურსს მსოფლიო რელიგიებისა და კულტურის შესახებ. 

ქუთაისში მცხოვრებ სტუდენტებს და საკითხით დაინტერესებულ პირებს ხუთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ, გაეცნონ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რელიგიების (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი, ჰინდუიზმი, ბუდიზმი) ძირითად არსს და ისტორიას, დაესწრონ შესაბამისი დარგის წამყვანი სპეციალისტების ლექციებს და შეხვდნენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. კურსის მონაწილეები ასევე მოისმენენ ლექციებს კულტურასა და რელიგიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე, მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში.

ამასთანავე, კურსი ითვალისწინებს საქართველოში არსებული რელიგიური ძეგლების და ცენტრების დათვალიერებას, ესეების კონკურსს და ფილმების ჩვენებას.

სალექციო კურსი უფასოა!
სრული კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატი.

ლექციები დაიწყება აპრილიდან და დასრულდება ივლისის ბოლოს. შეხვედრები ჩატარდება პარასკევს, თვეში ორჯერ.

მდებარეობა: ქალაქი ქუთაისი

განაცხადის შეტანა შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 აპრილი.


გთხოვთ იხილოთ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: 
https://goo.gl/forms/yO2mOdnQurPKqwGi1 

წყარო: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი CIPDD

ნახვების რაოდენობა : 846

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge