მოწვევა მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად

12-15 ივნისს CENN ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ ფარგლებში დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს გიწვევთ მაღალმთიან აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში დაგეგმილ მედია ტურში მონაწილეობის მისაღებად. ტური მიზნად ისახავს ადგილობრივი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობასა და მუნიციპალიტეტის ცნობადობის გაზრდას.
სამდღიანი ტურის ფარგლებში, მონაწილეები გაიცნობენ ადგილობრივ წარმატებულ მეწარმეებს, ეწვევიან ქედის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლებს. ტური სასწავლო-შემეცნებით ფორმატში უმასპინძლებს ორ ტრენინგს XXI საუკუნის მედიისათვის აქტუალურ გამოწვევებზე:
პოპულარულ ენაზე გადმოცემული მეცნიერება
ნათია ხულუზაური, National Geographic საქართველო
მობილური ტელეფონის გამოყენება ჟურნალისტიკაში
გიორგი გოგუა, რადიო თავისუფლება
იხილეთ ტურის სრული პროგრამა.
ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებით ხედვას სტატიების, ფოტო რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგების ან ვლოგების სახით და დაეხმარებიან ადგილობრივებს ქედა უფრო მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მუნიციპალიტეტად აქციონ.
CENN ფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს. ტურში მონაწილეობით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ 10 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე nata.davlianidze@cenn.org. სათაურის ველში მიუთითეთ – „მედია ტური ქედაში“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით +995 558 65 56 28.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და ახორციელებს CENN, საქართველოსსტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონულიკვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამისდახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ისვებ–გვერდს: www.enpard.ge.
წყარო: http://environment.cenn.org
კომენტარი