მოხალისეობრივი პროგრამა - ტყის ხანძრების პრევენცია ბორჯომში

გსურთ გახდეთ მოხალისე და ერთად ვებროძოლოთ ტყის ხანძრებს? სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრი გიწვევთ მონაწილეობისთვის 18 წლიდან ზევით ახალგაზრდებს მოხალისეობრივ პროგრამაში - ტყის ხანძრების პრევენცია ბორჯომში.
თქვენ გაივლით პროფესიონალი ტრენერების ტრენინგების კურს, შეისწავლით ხანძრის პრევენციის მეთოდებს, მიიღებთ სერთიფიკატს და სამახსოვრო საჩუქრებს, შესაძლებლობა გექნებათ გახდეთ "ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფის“ წევრი და ჩაერთოთ სოციალურ აქტივობებში.
,,ტყის ხანძრების პრევენციის მოხალისეთა ჯგუფი’’ იქნება პირველი პრეცედენტი საქართველოში და აღიარებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ბორჯომში.
ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ბორჯომი, ფიროსმანის ქ. N 5. ტელ: 22-30-41
პროექტი ხორციელდება სახეობათა კონსერვაციის ცენტრის ,,ნაკრესის“ და სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის მიერ, პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით Polish Aid-ის ფარგლებში.
სააპლიკაციო ფორმა მოხალისეებისათვის
წყარო: http://mediacentri.ge
კომენტარი