მიღება ტრენინგზე - ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება

04 ივლისი 2018

საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი (GCSD) არის არასამეწარმეო, არა სამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ძირითად მიზნებია: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ქვეყნის ეფექტიანი და დემოკრატიული მართვის პრინციპების განმტკიცება და ქვეყნის მდგრადი განვითარების პირობების შექმნა. ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე, მისი საქმიანობა მოიცავს: კვლევას, მონიტორინგს, ადვოკატირებასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

"საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრი" (GCSD) აცხადებს მიღებას ტრენინგზე -"რადიკალიზაციასა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გამკლავება".

ტრენინგის ფარგლებში შეირჩევა სამი ჯგუფი: საჯარო, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან:

** საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთათვის ტრენინგის მოდული მიზნად ისახავს ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის საფრთხის გაანალიზებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებასა და პროგრამების დაგეგმვის მიმართულებით ცოდნისა და შესაძლებლობების ამაღლებას.
** მედიის წარმომადგენელთათვის, ტრენინგი მორგებული იქნება რადიკალიზაციასა და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებასთან.
** სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგი მისცემს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა საკითხთან დაკავშირებული ეფექტური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელების მიმართულებით.

ტრენინგს ჩაატარებს "რადიკალიზაციისა და დე-რადიკალიზაციის კვლევის გერმანული ინსტიტუტის" (GIRDS) საერთაშორისო ექსპერტის, საიმონ ქორნვოლი. ბატონი ქორნვოლი არის მიმართულების წამყვანი სპეციალისტი და ის მუშაობს ეროვნული სამოქმედო გეგმების, სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე. ის მართავს ტრენინგებს ექსტრემიზმის, კონტრტერორიზმის, რადიკალიზაციის გამომწვევი ფაქტორების, სტრატეგიის განვითარების, პერსონალის ხელმძღვანელობისა და პრევენციის საკითხებზე. მას აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) სხვადასხვა პროექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის ამჟამად მუშაობს საერთაშორისო მრჩეველად გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს ტერორიზმის პრევენციის ოფისში.

ტრენინგი გაიმართება 2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში. თითოეული სამიზნე ჯგუფისთვის, გაიმართება ცალ-ცალკე ერთდღიანი ტრენინგი.

აპლიკაციის მიღებისთვის, საჭიროა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (სადაც მითითებულია თქვენი ამჟამინდელი დასაქმების სფერო) შემდეგ ელ-ფოსტაზე- gcsd.vacancy@gmail.com 20 ივლისამდე.

შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად, აპლიკაციების განხილვა და გასაუბრება. GCSD დაუკავშირდება გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წყარო: http://jobs.ge/180144/ 

ნახვების რაოდენობა : 605

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge