მასწავლებლებისთვის ნატოს შესახებ სემინარზე რეგისტრაცია გამოცხადდა

13 სექტემბერი 2018

მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია ნატოს შესახებ სემინარზე. საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიმართება 2018 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში.

სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 20 მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან (ნინოწმინდა, ახალქალაქი), რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას მითითებულ ბმულზე.

25 სექტემბერს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 26 სექტემბერს კი 10:00 - 16:00 საათებში. სემინარი იქნება ქართულ ენაზე, უცხოელი მომხსენებლებისთვის უზრუნველყოფილია თარგმანი.

მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას ან ქართულს, როგორც მეორე ენას. რეგისტრაცია გრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: https://docs.google.com/…/145ZoPc68V8i4WZXRLujLzhUvM0i…/edit

მეტი ინფორმაციისთვის: http://infocenter.gov.ge/2097-mastsavleblebisthvis-gamockha…

 

წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center

ნახვების რაოდენობა : 192

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge