მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია სემინარზე ნატოს შესახებ

02 ნოემბერი 2018

მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია სემინარზე ნატოს შესახებ! სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეექვსე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

სემინარი გაიმართება 2018 წლის 15-16 ნოემბერს , თბილისში. სემინარს დაესწრება 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, და 20 მასწავლებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, კერძოდ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეგტებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

15 ნოემბერს სემინარი გაიმართება 15:00-18:00 საათებში, 16 ნოემბერს კი 10:00 - 16:00 საათებში.

სემინარი იქნება ქართულ ენაზე, უცხოელი მომხსენებლებისთვის უზრუნველყოფილია თარგმანი.

მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას.

რეგიონიდან მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია ტრანსპორტირება, კვება და განთავსება. ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი (სემინარი არ იძლევა კრედიტ-ქულას).

რეგისტრაცია გრძელდება 11 ნოემბრის ჩათვლით.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს მარიამ ჯაფარიძეს (ელ.ფოსტა: mjaparidze@mfa.gov.ge / ტელ: 555101040)

წყარო:  http://infocenter.gov.ge

ნახვების რაოდენობა : 168

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge