მასტერკლასი ჟურნალისტებისთვის - ევროკავშირის საკითხების ეფექტური გაშუქება

11 სექტემბერი 2018

ხარ სატელევიზიო ან ონლაინ მედია ჟურნალისტი? გაინტერესებს როგორ გააშუქო ევროკავშირის პროექტებთან დაკავშირებული ახალი ამბები? თუ კი, მაშინ, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!  24-26 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში ჩატარდება მასტერკლასი ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის - "ევროკავშირის საკითხების ეფექტური გაშუქება".

დაესწარით სამუშაო შეხვედრას 'შთამაგონებელი ამბავი ევროკავშირის პროექტებზე' და გაიუმჯობესეთ თქვენი სარედაქციო, წერილობითი და რედაქტირების უნარები. აღნიშნული კურსის ფარგლებში, მონაწილე ჟურნალისტები იმუშავებენ რეალურ დროში, ქვეყნის ონლაინ სივრცეში არსებულ მასალებზე, კონკრეტული ფოკუსით ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებსა თუ აქტივობებზე. ჟურნალისტები შექმნიან მათი მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკასთან რელევანტურ, ახალი ამბების გაშუქების ფორმატის შესაბამის საინფორმაციო ტიპის ამბებს. მასალები გამოქვეყნდება სხვადასხვა პლატფორმაზე და ხელმისაწვდომი იქნება ღია მედია ჰაბის ვებ-გვერდზე, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის გაცვლას საერთაშორისო და ადგილობრივ მონაწილეთა შორის.

მასტერკლასს გაუძღვებიან:
ზოია ჩარლზი და ალეკ გრიგორიანი

შეხვედრა ჩატარდება 24-26 სექტემბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით.
მეტი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს http://bit.ly/2oTjlFR

სააპლიკაციო ფორმა ქართულ ენაზე

სააპლიკაციო ფორმა ინგლისურ ენაზე

წყარო: https://openmediahub.com/

ნახვების რაოდენობა : 202

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge