კონფერენცია - ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა

15 ივნისი 2018

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Women`s Democracy Network-ის (WDN) წარმომადგენელი "საქართველოს ქალთა დემოკრატიის ქსელი" აცხადებს ნაშრომების მიღებას კონფერენციისთვის სახელწოდებით: ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა: მიღწევები და გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. მიიღება ინდივიდუალური ან ორი ავტორისგან შემდგარი ჯგუფური ნაშრომები.

ნაშრომი მიიღება შემდეგ თემებთან დაკავშირებით:

1. გენდერი და პოლიტიკა

** სახელმწიფო პოლიტიკა პოლიტიკურ სივრცეში გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით;
** საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ქალთა წინსვლის შემაფერხებელი მიზეზები;
** ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მექანიზმები და პერსპექტივები;
** საერთაშორისო გამოცდილება კვოტირების, როგორც ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მექანიზმის განხორციელების კუთხით.

2. გენდერი და კანონმდებლობა 

** სახელმწიფო პოლიტიკა გენდერულ ჭრილში;
** საქართველოს კანონმდებლობა გენდერულ რაკურსში;
** საერთაშორისო კონვენციების იმპლემენტაცია საქართველოში.

3. ქალ ამომრჩეველთა საჭიროებები

** საერთაშორისო გამოცდილება ქალ ამომრჩეველთა საჭიროებების ასახვის პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში;
** ქალ ამომრჩეველთა საჭიროებების ასახვა პოლიტიკურ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში საქართველოში;
** ქალი კანდიდატი და ქალი ამომრჩეველი. 

შენიშვნა: მონაწილეს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე.

ნაშრომის ტექნიკური მახასიათებლები: 

** მოცულობა - 5-7 გვერდი, სილფაენი, შრიფტის ზომა - 11, ხაზებს შორის დაშორება - 1.15;
** ნაშრომი უნდა შეიცავდეს თავფურცელს, სქოლიოსა და ბიბლიოგრაფიას;
** ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე; 
** ნაშრომის სათაურში მიუთითეთ შესაბამისი თემის ნომერი;
** პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება.

კონფერენციის ეტაპები:

** ნაშრომები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე: wdn.conference@gmail.com და ველში მიუთითოთ "კონფერენცია".
** ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ივნისი, 2018 წ, 23:59 სთ

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილეობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატით, ხოლო სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით : wdn.conference@gmail.com

 

წყარო: http://www.jobs.ge/179309/ 

ნახვების რაოდენობა : 1367

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge