გაცვლითი პროგრამა ბულგარეთში

24 სექტემბერი 2018

თუ, ხართ 18-30 წლამდე ახალგაზრდა, თუ, გსურთ, მოხალისეობრივი საქმიანობა, საზღვარგარეთ და თან დაინტერესბული ხართ კულტურით,  დემოკრატ მესხთა კავშირი, გთავაზობთ, 7 თვიან მოხალისეობრივ საქმიანობას, ბულგარეთის ქალაქ კაზანლაკში.


საქმიანობა, რომლითაც მოხალისეები დაკავდებიან იქნება:

  • ახალგაზრდული ხელოვნების ფესტივალის ორგანიზება
  • შავი ზღვის საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობა
  • მოხალისეებს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები და შეისწავლოს, ბულგარული ტრადიციები (გაუზიაროს ქართული) 
  • კვირაში ორი დღე კი მოხალისეები, მუზეუმის აქტივობებში ჩაეთვებიან (არქელოგიურ გათხრებზე დასწრება, მუზეუმის ისტორიაზე, ვიდეო რგოლისა და საინფორმაცია ბროშურების მომზადებაში

გარდა უკვე დაგეგმილი აქტივობებისა, მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინიციატივები განახორციელონ. 5 თვის განმავლობაში, თქვენ შეგეძლებათ დაეუფლოთ ბულგარულ ენას და განამტკიცოთ თქვენი ინგლისურის ცოდნა.

 ტრანსპორტირებას,  საცხოვრებელს, კვებას და  ჯიბის ფულს მთლიანად პროექტი უზრუნველყოფს.

მოხალისეების მიმღები და პროექტის "ახალგაზრდები, საერთო კულტურული მემკვიდრეობის ძიებაში" განმახორციელებელი ორგანიზაციაა Народно читалище "Освобождение-1884" с. Шейново

პროექტის განხორციელების ვადებია: 01.04.2019-30.10.2019

პროექტი დაფინანსების მოპოვების ეტაპზეა, ამიტომ, შესაბამისად განიხილება თქვენი კანდიდატურაც, რის შემდეგაც გეცნობებათ საბოლოო პასუხი. სულ, პროექტში მონაწილეობა შეუძლია 3 ახალგაზრდას.  სასაუბრო ინგლისურის ცოდნა, აუცილებელია, საკომუნიკაციოდ. დაინტერესების შემთხვევაში, იჩქარეთ, მოგვწერეთ და შემდგომ ეტაპზე, ჩვენ დაგიკავშირდებით, გასაუბრებისთვის და დამატებითი დეტალების მოსაწოდებლად.

შეტყობინებების მიღების ბოლო ვადაა 25 სექტემბერი, 17:00 საათი.

წყარო: დემოკრატ მესხთა კავშირი/Union of Democrat Meskhs,UDM

ნახვების რაოდენობა : 192

სურათები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge