ფორუმი საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციებისთვის

07 ივნისი 2018

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" წევრ ორგანიზაციებთან პარტნიორობით იწვევს საქართველოს რეგიონებში, ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ღონისძიებაში - "თბილისის ფორუმი ადამიანის უფლებებისთვის" - მონაწილეობის მისაღებად

ღონისძიების მიზანია ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე რეგიონალური ორგანიზაციების შეკრება თბილისში, რითაც შეიქმნება ინფორმაციის და კონტაქტების გასაზიარებელი პლატფორმა, ასევე საფუძველი ჩაეყრება მომავალ თანამშრომლობას. "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლთან" ერთად 20-მდე რეგიონულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წარმოადგინოს მიმდინარე აქტივობებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ასევე ბეჭდური მასალა სპეციალურად მოწყობილ სტენდებთან. 

ფორუმი უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს რეგიონულ ორგანიზაციებს გააზიარონ ინფორმაცია და დაამყარონ კონტაქტები ღონისძიებაზე დამსწრე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. 

ვის შეუძლია ღონისძიებაში მონაწილეობა? 

საქართველოში რეგიონში დარეგისტრირებულ და ადამიანის უფლებების საკითხებზე მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონიათ მიმდინარე/განხორციელებული პროექტი/აქტივობები. 

მონაწილეობის მისაღები პროცედურები: 

მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ სპეციალური ფორმა (იხილეთ ქვემოთ მითითებული ბმული) არაუგვიანეს 2018 წლის 10 ივნისის 18:00 საათისა (თბილისის დროით). 

ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSczJr6RAdazWehmZQd9vzFbY6vpHq0GPupMl-DpQ1v8a4QD1g/viewform?usp=sf_link 

შერჩეული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური სტენდები. მონაწილეობის მსურველებმა თავად უნდა უზრუნველყონ თბილისში ორგანიზაციის წარმომადგენლის/წარმომადგენლების ჩამოსვლა, ასევე გამოფენისთვის საინფორმაციო მასალის წარმოდგენა. 

ფორუმის ჩატარების დრო და ადგილი: 22 ივნისი, თბილისი. 

საკონტაქტო ინფორმაცია: 

"თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"
აკაკი გახოკიძის 11ა 
ელ-ფოსტა: tbilisi@humanrightshouse.org
ტელეფონი: +995 322 30 77 66

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი" წარმოადგენს ერთ სივრცეში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობას. მისი წევრი ორგანიზაციებია: "ადამიანის უფლებათა ცენტრი", "კონსტიტუციის 42-ე მუხლი", "მედიის ინსტიტუტი", "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" და კავშირი "საფარი". სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, სხვადასხვა ჯგუფების სამართლებრივ დახმარებაზე, მათ სამოქალაქო გაძლიერებაზე, ადვოკატირებაზე და სხვ.

 

წყარო: http://www.jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 1062

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge