დეზინფორმაცია - საქართველოში არსებულინარატივის კვლევა, იდენტიფიცირება და ბრძოლა

09 აგვისტო 2018

ბოლო ვადა: 10 სექტემბერი

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - ადგილობრივ აქტივისტებს, ჟურნალისტებს,  ეკლესიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან

დრო და ადგილი: 16-17 ოქტომბერი, 2018 წელი; თბილისი, საქართველო

აღწერა 

საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი და ვარშავის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას 1.5 დღიან ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება პროექტის „დეზინფორმაცია - საქართველოში არსებულინარატივის კვლევა, იდენტიფიცირება და ბრძოლა“ ფარგლებში.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამსრომლობის პროგრამის მიერ.

ტრენინგის მიზანია საქართველოს სამთავრობო ინსტიტუციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში რუსული დეზინფორმაციის ცნობადობისა და წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

კონკრეტული მიზნებია:

- პოლონური გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება რუსული პროპაგანდის მუშაობის, იდენტიფიცირების და მასთან ბრძოლის შესახებ;

- საქართველოში რუსული გავლენის შეფასება;

- ქართული სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;

- პრაქტიკული ინსტრუქციების შემუშავება ქართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისთვის.

ტრენინგის სამუშაო ენაა ქართული. მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით.

მონაწილეობა შეუძლიათ

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - ადგილობრივ აქტივისტებს, ჟურნალისტებს, ეკლესიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან.

საფასური

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა.

პროგრამა ნაწილობრივ აანაზღაურებს მგზავრობის და საცხოვრებლის ხარჯებს საქართველოს რეგიონებიდან 10 მონაწილისთვის. 

განაცხადის გაკეთება

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 2018 წლის 10 სექტემბერი. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი და CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ელ-ფოსტის მისამართზე: office@giss.org.ge

ნახვების რაოდენობა : 630

კომენტარი

მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ამუშავებს
15 ოქტომბერი 2019
საია-მ განცხადებით მიმართა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პერსონალური მონაცემების უკანონოდ დამუშავების ფაქტზე რეაგირების განხორციელების მოთხოვნით. ადმინ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge