ბენეფიციარების შერჩევა სატრენინგო პროგრამაზე

19 აპრილი 2018

"კრეატიული განვითარების ცენტრი", USAID-ის ზრდა პროგრამასთან ერთად, იწყებს ბენეფიციართა შერჩევას პროექტში "ციფრული მარკეტინგი ტურიზმის განვითარებისთვის". პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.

რა: ინტენსიური სატრენინგო კურსი ციფრულ მარკეტინგში
სამიზნე მუნიციპალიტეტები: ზუგდიდი, გორი, კასპი, ახალციხე, ბორჯომი, მარნეული, ახმეტა, წალენჯიხა, ადიგენი, ნინოწმინდა, ასპინძა.
როდის: მაისი-ივლისი 2018 წელი
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2018 წ.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ნებისმიერი ასაკის ადამიანი სამიზნე რეგიონებიდან, რომელსაც აქვს სასტუმრო, სასტუმრო სახლი ან სურვილი, რომ საკუთარი კერძო საკუთრება, თუნდაც არსებული 1-2 ოთახის სახით გამოიყენოს ტურისტული ბიზნესის განვითარების მიზნით.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგს, რომელიც ჩატარდება ზაფხულის განმავლობაში, კონკრეტული თარიღები მონაწილეებს წინასწარ ეცნობებათ. პროექტი მოიცავს 4 სასწავლო მოდულს:

** რეგისტრაცია საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტულ პლატფორმებზე
** ფონდების მოძიება და ფინანსური გათვლები
** ფოტო და ტექსტუალური მასალის დამუშავება და ვიზუალური პაკეტების შექმნა
** Web Development და რეკლამა სოციალურ მედიაში.

პროექტის მონაწილეები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ პროექტის ფარგლებშივე დაარეგისტრირებენ საკუთარ ბიზნესს ონლაინ პლატფორმებზე ჩვენი ტრენერებისა და მენტორების დახმარებით, მოამზადებენ სააპლიკაციო განაცხადებს სხვადასხვა დონორისათვის, შექმნიან ფოტო პორტფოლიოს საკუთარი სასტუმრო/სასტუმრო სახლისთვის და ისწავლიან სოციალური მედიისა და ვებგვერდების, ასევე შეთავაზებების სწორ მენეჯმენტს.
პროექტში მონაწილეობა არის უფასო. პროექტი ფარავს სატრენინგო მასალებისა და კვების ხარჯს.

თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 15-20 მონაწილე. შერჩეულ მონაწილეებს მაისის დასაწყისში ეცნობებათ დეტალები პროექტის მიმდინარეობის შესახებ.


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა: 30 აპრილი. აპლიკაცია იხილეთ ბმულზე


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ:

ლაშა ბახუტაშვილი
+995 557272850
l.bakhutashvili@cdc.org.ge

დავით მირველაშვილი
+995 595996030
dmirvelashvili@cdc.org.ge

 

წყარო

ნახვების რაოდენობა : 1008

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge