ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავების მეთოდებზე მასწავლებლებისთვის ტრენინგი ჩატარდება

03 ნოემბერი 2017

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, აშშ საელჩოს მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყებს ტრენინგების კურსს სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის "ანტიდასავლური პროპაგანდის შეკავება ევრო-ატლანტიკური ინტეგარციის ეკონომიკური ასპექტების შესახებ განათლების გაძლიერების გზით”.

ტრენინგები ჩატარდება საქართველოს 4 ქალაქში (4 ნოემბერი, რუსთავი; 11 ნოემბერი, ახალციხე; 18 ნოემბერი, თელავი; 9 დეკემბერი, ბათუმი) და მასში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი პედაგოგი.

ტრენინგებზე განსახილველი თემებია: ევროკავშირის ეკონომიკური ინდიკატორები; მშპ, საშუალო ხელფასი, სოციალური დაცვის მექანიზმები, ბაზრის მოცულობა, ახალ ბაზრებთან ურთიერთობა, ეკონომიკის მარეგულირებელი მთავარი დოკუმენტები; ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, DCFTA, მისი ეკონომიკური პერსპექტივა და შედეგები საქართველოსთვის (ვალდებულებები და სარგებელი, ვაჭრობა და მისი სტრუქტურა, რეგულაციები და მათი შედეგები საზოგადოებისთვის; უცხოური ინვესტიციები,); აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და ევროინტეგრაცია - ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი ბალტიის ქვეყნებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ეკონომიკური შედეგები (პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთის მაგალითი); საინფორმაციო ომი როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი: რა გავლენა აქვს დეზინფორმაციას საქართველოსთვის და ყოველი ჩვენგანისთვის; ეკონომიკური მითები, მათი იდენტიფიცირება და რეაგირების მექანიზმები.


ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

 

წყარო: Economic Policy Research Center

ნახვების რაოდენობა : 1093

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge