ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის

15 მაისი 2018

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად, ზრდასრულთა განათლების თემაზე.

ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების (ფორმალური და არაფორმალური) შესახებ.

კონკურსში განსახილველად მიიღება, 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით ტელე-რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი, ბეჭდვით, ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე) ან ფოტო-რეპორტაჟი თემაზე: "საქართველოს განათლების რეალობა და პრობლემები".

კონკურსში გამარჯვებულისათვის საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა დააწესა ჯილდო - 1000 ლარი.

საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ნოემბერი.

კონკურში მონაწილეობის მისაღებად თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა და საკონკურსო მასალები მოგვაწოდეთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@gaen.org.ge

საკონტაქტო პირი: თინათინ ხარშილაძე
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი ტელ: (+995) 32 2 22 25 84
ვებ-გვერდი: http://www.gaen.org.ge

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს შეიქმნა. მისი მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

კონკურსი ტარდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

 

წყარო: http://jobs.ge/174455/ 

ნახვების რაოდენობა : 1978

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge