ვაკანსია თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე

07 ივნისი 2018

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს 2 ვაკანსიას ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე.

საინფორმაციო ჯიხური შეიქმნა თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში და მდებარეობს რეინჯერების სახლის გვერდით, თუშეთის ერივნულ პარკში, სამხევში (1 საათის სავალზე ომალოდან და 3 საათის სავალზე ახმეტიდან). ინიციატივის მიზანს წარმოადგენს სერვისების გაუმჯობესება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისათვის. აღნიშნულის მისაღწევა კი, შესაძლებელი იქნება ნებაყოფლობითი ფინანსური თანამონაწილეობის გზით. სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა მოხმარდება ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას.

პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების პროგრამების მიერ
პროექტის კონსორციუმი: ჩეხეთის ბუნების კონსერვაციის სააგენტო და კროკონოშეს ეროვნული პარკი 
პროექტის ბენეფიციარი: ახმეტის მუნიციპალიტეტი - თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია
პროექტის პარტნიორი: საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო
საინფორმაციო ჯიხურის ოპერატორი: CENN

მოვალეობები:
საინფორმაციო პუნქტის ოპერატორები იქნებიან ინიციტივის ადგილობრივი წარმომადგენლები, რომლებიც:
- იზრუნებენ მოხალისეობაზე დაფუძნებული გადასახადის პოპულარიზაციაზე;
- შეაგროვებენ მოხალისეობაზე დაფუძნებულ გადასახადს;
- გაავრცელებენ ინფორმაციას პროექტის მიზნებისა და ხედვის შესახებ;
- კონსულტაციას გაუწევენ და რჩევებს მისცემენ ტურისტებს თუშეთში ვიზიტის შესახებ; 
- შეაგროვებენ მოანაცემებსა და ინფორმაციას ვიზიტორების შესახებ;
- იზრუნებენ ყოველდღიურად ცენტრის მართვაზე და ადმინისტრირებაზე;
- უზრუნველყოფენ ყოველკვირეულ ანგარიშს CENN-ის წარმომადგენლებთან.

მოთხოვნები:
- სასაუბრო ინგლისურის და ქართულის სრულყოფილი ცოდნა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- ტურიზმისა, ან მასთან დაკავშირებული სექტორის კუთხით განათლება, ან სამუშაო გამოცდილება

უნარები:
- პასუხისმგებლიანი
- შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი
- მოტივირებული და ბუნებისმოყვარული
- ჯგუფური მუშაობის უნარი
- დროის კარგი მენეჯმენტი
- გაწონასწორებული

დამატებითი:
- შერჩეულ კანდიდატებთან კონტრაქტი გაფორმდება თუშეთში ტურისტული სეზონის განმავლობაში (ზაფხულის და ადრეული შემოდგომის 2-3 თვე);
- შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება შეთანხმება სამორიგეო ცვლებთან დაკავშირებით;
- სამუშაო დღეეების განმავლობაში ოპერატორები ღამეს გაათევენ რეინჯერების სახლში;
- ანაზღაურების შეახებ შეთანმხდება მოხდება სამუშაო გრაფიკის და ცვლების გათვალსიწინებით;
- დაინტრესებულმა კანდიდატებმა 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@cenn.org;
- კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: +995 558 65 56 28; 
- შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით გასაუბრების დასანიშნად.

შენიშვნა: 
აპლიკანტებმა მეილის სათაურში უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Information Point Manager”.

 

წყარო: CENN

ნახვების რაოდენობა : 1427

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge