ვაკანსია: გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი

29 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა” აცხადებს პროექტის „ბიზნესის ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ხელმძღვანელის ვაკანსიას, რაც ასევე გულისხმობს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელის პოზიციას.

სიდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობით, სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.

2017-2020 წლებში სიდას საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებებია:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება;
  • ადამიანის უფლებები;
  • კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა;
  • გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება;
  • ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება;
  • მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება.

2018 წლის ნოემბერში სიდამ, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი - ლიდერობა საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის (Leadership for Sustainable Development in Georgia), რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას, მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში.

პროექტის ხანგრძლივობა  - 30 თვე.

პროექტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელის მოვალეობები:

  • პროექტის ეფექტური მართვა - პროექტის აქტივობების დაგეგმვა და ეფექტური იმპლემენტაციის უზრუნველყოფა, რათა მიღწეული იყოს პროექტის მიზნები;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან ერთად, პროექტის საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და პროექტის გუნდთან ერთად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • პროექტის გუნდის მენეჯმენტი;
  • პროექტის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება ორგანიზაციის ხელმძღვანელთან და დონორებთან;
  • დონორებთან, ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია საქართველოში და საქართველოს გარეთ;
  • გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება. (გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელის მოთხოვნები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში)
  • ფონდების მოძიების პროცესში მონაწილეობა, საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით;
  • საჭიროებისამებრ სიდას სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.

კანდიდატი მზად უნდა იყოს ხშირი და ხანგრძლივი მივლინებებისთვის.

პროექტისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი ადამიანის უფლებებების, საერთაშორისო სამართლის, მდგრადი განვითარების, ბიზნეს მენეჯმენტის,   ან  მომიჯნავე სპეციალობებით;
  • პროექტების მენეჯმენტის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი;
  • ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება;
  • ცოდნა კორპორაციული პასუხისმგებლობის სტანდარტების შესახებ;
  • საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნეს-სექტორთან და მედიასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები;
  • სასურველია ფონდების მოძიების გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა. სასურველია დამატებით რუსული, ფრანგული, ესპანური, ან რომელიმე სხვა უცხო ენის ცოდნა.
  • გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა. (გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში)
  • კანდიდატი უნდა იზიარებდეს ორგანიზაციის მისიას, ხედვასა და ღირებულებებს;

დამატებითი უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი
  • ინოვაციური ხედვა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტური მართვა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ:

  • CV, ორი რეკომენდატორის მითითებით, ინგლისურ ენაზე
  • სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, სადაც აღწერილი იქნება კანდიდატის ხედვა საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებასთან დაკავშირებით
  • ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული აკადემიური ნაშრომის ონლაინ მისამართის ბმული
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (IELTS, TOEFL, ან ინგლისურენოვანი სასწავლო პროგრამის სერტიფიკატი - C1 /დიპლომი).

 განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 დეკემბერი. საბუთები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: pr@cida.ge.

წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: პროექტის ხელმძღვანელი, სიდა

 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ნახვების რაოდენობა : 558

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge