ურბანული ინიციატივების კონკურსი - ჩემი უბნის იდეა

08 იანვარი 2019

გინდა პოზიტიური ცვლილებები შენს ქალაქში? გაქვს იდეა, რომელსაც შენს უბანში განახორციელებდი?
იცი, როგორ გადაჭრა პრობლემა შენს სამეზობლოში? თუ ასეა, ორგანიზაცია "იარე ფეხით" გთავაზობს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღო ურბანული ინიციატივების კონკურსში "ჩემი უბნის იდეა".

შეიტანე განაცხადი და მიიღე ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა ადგილობრივი ინიციატივის განხორციელებისათვის. ინიციატივა შესაძლოა შეეხებოდეს გამწვანებას, მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებას, საზოგადოებრივი სივრცეების, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის ან ნებისმიერი სხვა საერთო სარგებლობის ადგილის კეთილმოწყობას თბილისში.

მონაწილეობისათვის აუცილებელია ცხოვრობდე თბილისში და იყო 16 წელზე მეტის (16 წლამდე განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ მშობლების თანხმობა).

როგორ წარმოადგინო განაცხადი?

მოკლედ, გააცანი შენი იდეა და გაგზავნე შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის მისამართზე:iarepekhit@gmail.com;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 იანვარი.

ჟიურის მიერ შერჩეული სამი გამარჯვებული ინიციატივის ავტორი გამოვლინდება 2019 წლის 25 იანვარს.  თითოეული ინიციატივისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ბიუჯეტია - 1400 ლარი.
ორგანიზაცია მხარდაჭერას გაუწევს გამარჯვებულებს ინიციატივების განხორციელების პროცესში.

თუ გაქვს კითხვები კონკურსთან დაკავშირებით, მოგვწერე: iarepekhit@gmail.com

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაესწარი ღია შეხვედრას იანვარში.

 

წყარო: http://iarepekhit.org

ნახვების რაოდენობა : 756

კომენტარი

მთავარი ამბავი

საიამ პარლამენტს „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა
20 მარტი 2019
საიამ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ დაკავშირებით მოსაზრებები წარუდგინა. საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციით გ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge