ტრენერი/კონსულტანტი გენდერულ საკითხებში

01 ოქტომბერი 2018

"სიდა" სამოქალაქო საზოგადობის ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მულტისექტორული თანამშრომლობით.

სტრატეგიული მიმართულებები:

** სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება რეგიონში; 
** ტრანსასაზღვრო თანამშრომლობა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა; 
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება; 
** ადამიანის უფლებები ( სოციალურ-ეკონომიკური და სამოქალაქო);
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება;
** მიგრაციის მართვის პოლიტიკის ხელშეწყობა და მიგრანტთა უფლებების დაცვა; 

"სიდა" აცხადებს კონკურსს გენდერულ საკითხებში ტრენერი/კონსულტანტის პოზიციაზე

ტექნიკური დავალება

ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის

პროექტის მოკლე აღწერა

ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის არის ერთწლიანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო ("სიდა"), ხოლო აზერბაიჯანში, პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია "დასავლეთის რესურსი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის". პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართველო - აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობები და შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის, შესაბამისი მექანიზმებით:

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ქსელის შექმნა და გაძლიერება მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური განახლების დაგეგმვისა და ადვოკატირების მიზნით;
ახალგაზრდა მეწარმეების ჩართვა ტრანსასაზღვრო ეკონომიკურ თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებებში;
ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება კულტურათშორისი ტოლერანტობის, გენდერული თანასწორობის და გარემოს დაცვის ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.

პროექტის სამიზნე რეგიონებია საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხოლო აზერბაიჯანში განჯის რეგიონიდან გაზახის და აღსტაფას მუნიციპალიტეტები.

საკონსულტაციო მომსახურების მიზანი

"სიდა" ეძებს ტრენერს/კონსულტანტს გენდერულ საკითხებში, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო რეგიონებში (კახეთი, ქვემო ქართლი, აღსტაფა და გაზახი), მოქმედი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს ქართულენოვან ტრენინგს გენდერულ საკითხებში.

ამოცანები:

ტრანსსასაზღვრო რეგიონებში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის ან დამწყები მეწარმეებისთვის, სამოქალაქო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისთვის გენდერულ საკითხებზე ტრენინგ მოდულის შემუშავება, შემდეგი ასპექტების გათვალისწინებთ:

** გენდერული თანასწორობა (კანონმდებლობა და პრაქტიკა)
** ქალთა ეკონომიკური გაძლიერება 
** ქალი მეწარმეების პროგრამები საქართველოში

სამიზნე აუდიტორიისთვის ტრენინგის ჩატარება (ორდღიანი ტრენინგი - 11-12 ოქტომბერი, 2018)

საბოლოო პროდუქტები

** ტრენინგ მასალები
** ტრენინგის მონაწილეთა პრე და პოსტ შეფასების ანგარიში
** საბოლოო ანგარიში

სააპლიკაციო დოკუმენტაცია:

** განმცხადებლის კვალიფიკაციის დეტალური აღწერა, სადაც ნათლად გამოჩნდება შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილება
** ტრენინგებისა განხორციელების მეთოდოლოგია და დღის წესრიგი
** დეტალური ბიუჯეტი, სადაც განსაზღვრული იქნება კონსულტანტის ჰონორარი, ქვეყნის შიგნით გადაადგილების, განთავსების, კვების და საკომუნიკაციო ხარჯები;

განხორციელების ვადები: ოქტომბერი, 2018 წელი 

ანგარიშგება: ტრენერ-კონსულტანტი ანგარიშვალდებული იქნება პროექტის გუნდთან წინასწარ შეთანხმებული სამუშაო გეგმის საფუძველზე. 

განაცხადის მიღების ვადები

განაცხადების მიღების საბოლოო ვადა: 3 ოქტომბერი, 2018 წელი
შერჩეულ კანდიდატ(ებ)თან დაკავშირება: 5 ოქტომბერი, 2018 წელი

ბიუჯეტი: "სიდა" აანაზღაურებს აქტივობის ღირებულების 50%-ს წინასწარ, იმისათვის, რომ დაფარული იქნას მეთოდოლოგიის შემუშავების, მასალების მომზადების და ლოჯისტიკის ხარჯები, ხოლო შემდეგი 50% ანაზღაურდება ტრენინგის დასრულების შემდეგ.

შენიშვნა: "სიდას" არ აქვს განაცხადის წინასწარ შემუშავებული ფორმა და შეზღუდვა განაცხადის მოცულობასთან დაკავშირებით არ არსებობს.

შერჩევის კრიტერიუმები: 

პროექტის გუნდი შეარჩევს ისეთ განაცხადს, რომელიც წარდგენილი იქნება ბოლო ვადის გასვლამდე და დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

** განაცხადის შესაბამისობა ტექნიკურ დავალებაში აღწერილი მოთხოვნებთან
** შეთავაზებული მეთოდოლოგიის ხარისხი 
** განმცხადებლის კვალიფიკაცია, მათ შორის მსგავსი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება. 

განაცხადების მიღება:

განაცხადი 2018 წლის 3 ოქტომბრამდე წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად, მისამართზე: n.chitorelidze@cida.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: "ტრენერ-კონსულტანტი გენდერულ საკითხებში".

 

წყარო: http://www.jobs.ge/191178/ 

ნახვების რაოდენობა : 387

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge