ტენდერი ვიდეორგოლის მომზადებაზე

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ ეკონომიკური უფლებების პოპულარიზაციას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისის პირდაპირი მიწოდებით, ასევეპრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
"სიდა" შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში", რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში მულტისექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიზნესის ჩართულობის გაზრდას მდგრადი განვითარების დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ორი ვიდეორგოლის მომზადებისათვის "სიდა" იწვევს კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ვიდეორგოლი 1 - გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
მიზანი:
** გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება;
** კომპანიების ინტერესის გაზრდა გლობალური შეთანხმების საქმიანობის მიმართ და ქსელში გაწევრიანების სარგებლის ჩვენება.
ვიდეორგოლი 2 - ბიზნესის როლი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში:
მიზანი:
** საზოგადოებაში, და კონკრეტულად ბიზნეს სექტორში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
** ბიზნესის როლის ჩვენება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში.
სამუშაოს აღწერა:
** 2 ვიდეორგოლის მომზადება (გრაფიკული ან/და კლასიკური);
** თითოეული ვიდეოს ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 2-3 წუთს;
** ვიდეორგოლის სცენარი (შინაარსის, გადაღების, მუსიკალური გაფორმებისა და დიზაინის ჩათვლით) უნდა შეთანხმდეს დამკვეთსა და დონორ ორგანიზაციებთან. სცენარის შეთანხმება უნდა მოხდეს არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის ვადაში;
** ვიდეორგოლი უნდა იყოს ქართულ ენაზე ინგლისურენოვანი სუბტიტრების გამოყენებით;
** პირველი ვიდეოს მომზადება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2019 წლის 1 ივლისისა, ხოლო მეორე ვიდეო არაუგვიანეს 2019 წლის 20 აგვისტოს;
** თითოეული ვიდეო-რგოლი უნდა დაიჭრას რამდენიმე 10-წამიან, 20-წამიან და 30-წამიან რგოლებად შინაარსის დარღვევის გარეშე, დამკვეთთან შეთანხმებით;
** ვიდეორგოლის გავრცელება შესაძლებელი უნდა იყოს, როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო სივრცეში;
** შემსრულებელმა დამკვეთს უნდა წარუდგინოს ვიდეო-რგოლები მაღალი ხარისხით (არანაკლებ 1080p), ასევე სამუშაო მასალა (raw ფაილები).
კონკურსში მონაწილეობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს;
** კომპანიას უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება სარეკლამო სფეროში;
** სასურველია კომპანიას ჰქონდეს ამავე სამიზნე ჯგუფთან და/ან მსგავს თემატიკაზე ვიდეორგოლის მომზადების გამოცდილება.
დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს:
** ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ (პორტფოლიო);
** მინიმუმ 3 ვიდეორგოლის ბმული განთავსებული youtube.com-ზე;
** მომსახურების გაწევის ვადები (დაწყებისა და დასრულების თარიღი);
** პროდუქციის მიწოდების პირობები;
** მომსახურების სრული ღირებულება დღგ-ს გარეშე.
სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: pr@cida.ge არაუგვიანეს 30 მაისისა. სათაურის ველში აუცილებლად უნდა იქნეს მითითებული ტენდერის დასახელება/ნომერი.
"სიდა" ჩაატარებს მომსახურების შეთავაზების ანალიზს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კონტრაქტის მინიჭებისათვის.
კომენტარი