TDI:კონკურსი ახალგაზრდებისთვის

20 სექტემბერი 2018

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იწვევს უფროსკლასელებს (10-12-ე კლასი) და სტუდენტებს (ბაკალავრი) თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მულტიმედია კონკურსში “მრავალფეროვნების სახეები” მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსის ფარგლებში სტუდენტებმა უნდა მოამზადონ ტექსტური (ბლოგი, სტატია) და/ან მულტიმედიური ნამუშევრები (ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი) საკუთარ თემის/ქალაქის/რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებასა და ტოლერანტობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. ნამუშევარი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთ-ერთ თემას უნდა ეხებოდეს: 

  • კულტურული, რელიგიური და/ან ეთნიკური მრავალფეროვნების დადებითი კუთხით ასახვა და  გააზრება;
  • რელიგიური/ეთნიკური/უმცირესობებისა და უცხოელების/მიგრანტების წინაშე არსებული პრობლემები (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის საფუძველზე დისკრიმინაცია, ჩაგვრა, რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაბალი მაჩვენებელი, გაუცხოება, სტერეოტიპები).

კონკურსის შედეგად, გამოვლინდება 6 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და სპეციალური პრიზებით (ტაბლეტური კომპიუტერი). საუკეთესო ნამუშევრები ასევე გამოქვეყნდება TDI-ისა და “მრავალფეროვნების სახეების” Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity

ამ თემებზე TDI-ის მიერ მომზადებულ მასალებს შეგიძლიათ გაეცნოთ “მრავალფეროვნების სახეების” გვერდზე.

Facebook: https://www.facebook.com/images.of.diversity

TDI-ის ვებგვერდი:

სტატიები: http://www.tdi.ge/ge/diversity

ფოტოისტორია: http://www.tdi.ge/ge/gallery/photo-history

ვიდეო: http://www.tdi.ge/ge/gallery/diverse

ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 ოქტომბერი.

გთხოვთ, ნამუშვრები მოგვაწოდოთ ელფოსტაზე: tdigeorgia@gmail.com, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: კონკურსი “მრავალფეროვნების სახეები“

თითო მონაწილისგან მიიღება მაქსიმუმ 3 ნამუშევარი (რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ფორმით: ტექსტი, ფოტოპორტრეტი ან ფოტოამბავი, ვიდეორგოლი)

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ჩვენს ელფოსტაზე tdigeorgia@gmail.com ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/images.of.diversity.

ტელ: 0322 91 27 62

 

წყარო: http://tdi.ge

ნახვების რაოდენობა : 295

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 9/1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge