სტაჟიორი

ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური უფლებების პოპულარიზებას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით.
სტრატეგიული მიზნები:
** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა" ეძებს სტაჟიორს, რომელიც იმუშავებს ორგანიზაციის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ფარგლებში არსებულ პროექტებზე.
სტაჟიორის მოვალეობებში შევა:
** მონაცემთა ბაზების შექმნა/განახლება (კომპანიების, ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების, პარტნიორი ორგანიზაციების და სხვა);
** კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით კვლევების განხორციელებაში მონაწილეობა;
** კომუნიკაციის წარმოება კომპანიებთან და მათი გაწევრიანების მხარდაჭერა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში;
** დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერა;
** კორპორაციული პასუხისმგებლობის პლატფორმების ვებ-გვერდებზე, ასევე გლობალური შეთანხმების საერთაშორისო პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსება /განახლება;
** მასალების ქართულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნა.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 3 - 5 თვე
სამუშაოს დასაწყისი: ივლისი (შეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს)
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: მოქნილი სამუშაო გრაფიკი
მოთხოვნები:
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინტერესი კორპორაციული პასუხისმგებლობის სფეროს მიმართ;
** პასუხისმგებლობისა და მოტივაციის მაღალი გრძნობა.
სიდა სტაჟიორებს 100 აშშ დოლარის ოდენობის სტიპენდიით უზრუნველყოფს.
დაინტერესებულმა პირებმა 7 ივნისის, 18:00 საათამდე გთხოვთ გაგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
მისამართზე: hr@cida.ge და მეილის სათაურის ველში მიუთითეთ "სტაჟირების განაცხადი".
კომენტარი