"სიდა" აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს

20 აპრილი 2018

ა(ა)იპ "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (სიდა) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების პოპულარიზებას, დაცვასა და განხორციელებას, როგორც სერვისების პირდაპირი მიწოდებით, ასევე, პრობლემათა გადაწყვეტით დაინტერესებული ჯგუფების შესაძლებლობებისა და კავშირების განვითარებით. 

სტრატეგიული მიზნები: 

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება;
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება; 
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება;
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება;
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა", ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, "სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროში მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდამჭერი ინიციატივა" (FASSI) ფარგლებში, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგობრივი ასოციაციებისთვის

პროექტ FASSI-ის ახორციელებს კონსორციუმი "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" (GFA) ხელმძღვანელობით. კონსორციუმის წევრები არიან: "სამოქალაქო განვითარების სააგენტო" (CiDA), "ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა" (ISET), "ექსპორტის განვითარების ასოციაცია" (EDA) და ასოციაცია "ათინათი" (Atinati).

საგრანტო პროგრამის მიზანი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების გაძლიერებაა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს დაფინანსების გამოყენება შეუძლიათ ორგანიზაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რათა ხელი შეუწყონ DCFTA-ს და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას საქართველოს რეგიონებში, მხარი დაუჭირონ და გააძლიერონ მცირე და საშუალო ბიზნესები და წვლილი შეიტანონ სოფლის მდგრად განვითარებაში. 

პროექტი შეიძლება მოიცავდეს, თუმცა არაა შეზღუდული შემდეგ მიმართულებებზე:

** მცირე და საშუალო ფერმერთათვის ბაზრებზე წვდომის გაზრდა;
** კონკრეტულ დარგებში ახალი სტანდარტების დანერგვაში დახმარება;
** ფერმერული მეურნეობის/აგრობიზნესის მხარდაჭერის სერვისები;
** DCFTA და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი;
** ორგანიზაციული გაძლიერების აქტივობები;
** კონკრეტულ დარგში DCFTA რეგულაციებზე ადვოკატირება და ცნობიერების და კვალიფიკაციის ამაღლება;
** ტექნიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება (სპეციალური მოწყობილობების ამუშავება DCFTA რეგულაციების დაკმაყოფილებისთვის, ორგანიზაციის წევრებს შორის ცოდნის გავრცელება, სპეციალური ლიცენზიის გამოყენება და ა.შ).

მოთხოვნილი თანხის მთლიანი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 4500 ევროს. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ფულადი თანამონაწილეობა პროექტის მთლიანი ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობით.

პროექტში მონაწილეობის მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად შევსებული:

** გრანტის სააპლიკაციო ფორმა;
** ბიუჯეტის ფორმა 
** მონიტორინგისა და შეფასების მატრიცა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, მისამართზე: fassi@gfa.org.ge

დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ საგრანტო სახელმძღვანელოს.

საგრანტო განაცხადები მიიღება 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით. 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მისამართზე: fassi@gfa.or.ge

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

ნახვების რაოდენობა : 2369

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge