სიდა აცხადებს კონკურსს კონსულტანტის შერჩევაზე

25 ივლისი 2018

"სიდა" ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების ეფექტურ რეალიზებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მულტისექტორული თანამშრომლობით.

სტრატეგიული მიზნები: 

** სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარება 
** ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, რეგიონული და ადგილობრივი განვითარება 
** მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესება 
** პასუხისმგებლიანი ბიზნესის წახალისება
** გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

კონსულტანტი, შშმ პირების გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიებისათვის კონსულტაციის გაწევაზე.

სამუშაოს ხანგრძლივობა: 2 თვე ( აგვისტო - სექტემბერი, 2018)

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) აცხადებს ტენდერს, კერძო სექტორში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების გაძლიერებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიებისათვის კონსულტაციის გაწევაზე. 

ვიწვევთ შესაბამისი გამოცდილების მქონე ექსპერტს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

კონსულტანტმა უნდა განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: 

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე(შშმ) პირებთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციაში ჩამოყალიბებული სტანდარტებისა და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტების გათვალისწინებით, კერძო სექტორში, შშმ პირთა გაძლიერების პრინციპების შემუშავება. პრინციპები უნდა წარმოადგენდეს ორიენტირს ბიზნესისთვის, სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში შშმ პირების გასაძლიერებლად;
** აღნიშნული პრინციპების პოპულარიზაციისა და ბიზნესის დაინტერესების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების/კამპანიის დაგეგმვა;
** 3 (სამი) დაინტერესებული კომპანიის საქმიანობის შეფასება, რაც გულისხმობს, კომპანიის შინაგანაწესის, დებულების, სხვა შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაციისა და შიდა პროცედურების ანალიზსა და რეკომენდაციების პაკეტის შემუშავებას;
** 3 (სამი) კომპანიის მხარდაჭერა სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და შშმ პირების დასაქმების პროცესში.

ზოგადი ინფორმაცია: 

"სამოქალაქო განვითარების სააგენტოს" ("სიდა") საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა, საქართველოში, კორპორაციული მდგრადობის განვითარება. 
"სიდა" კოორდინაციას უწევს კორპორაციული მდგრადობის ორი პლატფორმის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის(CSR) კლუბისა და გაეროს გლობალური შეთანხმების(UN Global Compact) საქართველოს ქსელს.

აღნიშნული პლატფორმების საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, კერძო სექტორში დასაქმების ხელშეწყობა.

კვალიფიკაცია, გამოცდილება:

** შშმ პირების დასაქმების წახალისებისა და ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე ორწლიანი გამოცდილება. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება;
** ადამიანის უფლებების, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ ცოდნა;
** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემის შესახებ ცოდნა;

უნარები:

** პასუხიმგებლობის გრძნობა; 
** ორგანიზებულობა;
** დავალების ვადების დაცვა; 
** კვლევითი უნარ-ჩვევები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, უნდა გამოაგზავნონ, CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და დაგეგმილი სამუშაოს განრიგი და ბიუჯეტი, შემდეგ მისამართზე - keti@cida.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "Consultant".

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა - 2018 წლის 30 ივლისი.

 

წყარო: http://jobs.ge/184001/ 

ნახვების რაოდენობა : 1447

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge