"სიდა" აცხადებს კონკურსს აგრო ექსპო 2018-ში მონაწილეების შესარჩევად

02 ნოემბერი 2018

სამოქალაქო განვითარების სააგენტო "სიდა" აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა მეწარმეების (მიკრო ბიზნესის ოპერატორი, ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი) აგრო ექსპო - 2018-ში მონაწილეების შესარჩევად, პროექტის "ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.

პროექტის მოკლე აღწერა:

"ახალგაზრდა მეწარმეთა სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსასაზღვრო თანამშრომლობისთვის" არის ერთწლიანი ინიციატივა, რომელსაც საქართველოში ახორციელებს სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა), ხოლო აზერბაიჯანში პროექტის პარტნიორი ორგანიზაცია "დასავლეთის რესურსი სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარებისთვის". პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის საქართველო - აზერბაიჯანის პროგრამის ფარგლებში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა შესაძლებლობას აძლევს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განსაზღვრონ და ერთობლივად უპასუხონ მოსაზღვრე რეგიონებში არსებულ გამოწვევებს ადგილობრივ დონეზე მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხარდასაჭერად.

პროექტის მიზანია გააუმჯობესოს საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონებში საცხოვრებელი პირობები და შექმნას ხელსაყრელი გარემო ეკონომიკური ზრდისა და თემთა შორის თანამშრომლობისთვის.

პროექტის სამიზნე რეგიონებია საქართველოში ქვემო ქართლის რეგიონიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ხოლო აზერბაიჯანში განჯის რეგიონიდან გაზახის და აღსტაფას მუნიციპალიტეტები.

საკონკურსო პირობები:

პროექტის ფარგლებში "სიდა" დააფინანსებს 15 ახალგაზრდა მეწარმეს აგრო ექსპო -2018-ში მონაწილეობის მიღების მიზნით. გამოფენა გაიმართება 2018 წლის 20-21 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, მის.: თბილისი, წერეთლის გამზირი #118. 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში მოქმედ ახალგაზრდა მეწარმეებს (მიკრო ბიზნესის ოპერატორი, ინდივიდუალური მეწარმე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი), რომლებიც საქმიანობენ სოფლის მეურნეობის, აგრო ტურიზმის, ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში და სურვილი აქვთ მოახდინონ საკუთარი პროდუქციისა და სერვისის პოპულარიზაცია. 

პროექტის მხარდაჭერით, გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ვაჭრობის და მომსახურეობის სფეროებში ჩართული აზერბაიჯანელი მეწარმეებიც მოსაზღვრე გაზახისა და აღსტაფას მუნიციპალიტეტებიდან. გამოფენა უნიკალურ შესაძლებლობას შექმნის იმ მეწარმეებისთვის, ვინც სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ვაჭრობის სექტორებში ტრანსასაზღვრო საქმიანი ურთიერთობების დამყარებით არიან დაინტერესებული 

გამოფენაში მონაწილეთათვის პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილია საგამოფენო სივრცე, საგამოფენო დახლები და ლანჩი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

** განაცხადის თანდართული ფორმა
** წარმოებული პროდუქციის ან სერვისის ამსახველი ფოტო მასალა
** პროდუქციის/სერვისის მოკლე აღწერა
** ორგანიზაციის ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 

განმცხადებელმა ინფორმაცია უნდა გამოაგზავნოს ელ.ფოსტაზე: n.chitorelidze@cida.ge არაუგვიანეს 12 ნოემბრისა. შერჩეულ კანდიდატებს გამოფენაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება გაეგზავნებათ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. 

კონკურსში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მიღებული განაცხადებიდან შეირჩევა 15 მონაწილე.

 

წყარო: http://jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 137

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge