სასწავლო ვიზიტი აშშ-ში მოსამართლეებისთვის

20 ნოემბერი 2018

"USAID/PROLoG" აცხადებს სასწავლო ვიზიტს აშშ-ში მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" მიერ განხორციელებული პროექტის, "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფარგლებში, განავრცო საქმიანობა საქართველოში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობების შექმნის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოსამართლეთა საქმიანობის უფრო ეფექტურად წარმართვას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ლიდერობა, ცვლილებების მართვა, სასამართლო საქმეთა მართვა, სასამართლო ეთიკა და დისციპლინა. მოცემული მიზნის მისაღწევად, მოხდება ისეთი აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც მისცემს შესაძლებლობას ქართველ მოსამართლეებს, უშუალოდ იმუშაონ ამერიკელ მოსამართლეებთან, ადმინისტრატორებთან და სამოსამართლო განათლების სფეროში მოღვაწე პირებთან.

2019 წლის მარტში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი განკუთვნილია მეორე ინსტანციის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სპეციალიზაციის მოსამართლეებისათვის. სასწავლო ვიზიტის სავარაუდო თარიღებია 16-29 მარტი, 2019. სასწავლო ვიზიტში მონაწილეობის მისაღებად ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულო არ არის (შეხვედრების დროს გათვალისწინებულია თარგმანი). ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან აშშ-ს სასამართლოების გამოცდილებას საქმეთა განაწილების, საქმეთა ნაკადის მართვის, დროის მართვის, კომუნიკაციისა და სამოსამართლო ეთიკის მიმართულებით.

მოსამართლეთა სამართლიან და ობიექტურ შერჩევას განახორციელებს შერჩევის კომიტეტი USAID-ის ხელმძღვანელობით. შერჩევის პროცესში დიდი ყურადღება დაეთმობა იმას, თუ რამდენად შეუძლია კანდიდატს ვიზიტის ფარგლებში მიღებული ცოდნის და გამოცდილების გამოყენება და მისი გაზიარება კოლეგებისთვის საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
ფორმის შევსებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორს, ბაქარ ჯიქიას, ელ-ფოსტა: bjikia@ewmi.org ტელ: 577 448831.

გთხოვთ, შეავსოთ და დაგვიბრუნოთ მიმართვის ფორმა, CV-სთან ერთად, შემდეგ ელ-ფოსტაზე: judicialexchange.prolog@ewmi.org არაუგვიანეს 2018 წლის 28 ნოემბრის 09:00 საათისა. საბუთებზე ფოტოსურათის დართვა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.

 

წყარო: http://jobs.ge/196840/ 

ნახვების რაოდენობა : 232

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ღია წერილი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს
21 თებერვალი 2019
პატივცემულო ელჩებო, მართლმსაჯულების ბედით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები მოგმართავთ როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გულშემატკივრებს. მართლმსაჯულებაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge