სარეთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო აცხადებს კონკურსს დამკვირვებლის პოზიციაზე

24 აგვისტო 2018

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გლობალური  ანტიკორუფციული მოძრაობის ეროვნული ბიუროა საქართველოში. ორგანიზაციის  მიზანია საჯარო ინსტიტუტების განვითარების, კარგი მმართველობისა  და კანონის უზენაესობის დამკვიდრების ხელშეწყობა, მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების მხარდაჭერა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვა. ჩვენი საქმიანობისა და პროექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს http://transparency.ge.

განაცხადის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს დამკვირვებლების მიღებას 2018 წლის 28 ოქტომბერს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის.

აღწერილობა         

  • დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე, 2018 წლის 28 ოქტომბერი;
  • შერჩეული დამკვირვებლები გაივლიან ტრენინგს;
  • ოლქებსა და უბნებში განაწილებისას  გათვალისწინებული იქნება დამკვირვებლების პრიორიტეტები;
  • დამკვირვებლისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურება 60 ლარის ოდენობით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკის და ზევით;
  • არცერთი  პოლიტიკური პარტიის წევრი/აქტივისტი;
  • კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტერებული;
  • მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა როგორც გუნდთან ერთად, ისე დამოუკიდებლად.

განცხადის წარდგენის პროცესი

მონაწილეობისათვის გთხოვთ, შეავსოთ ფორმა შემდეგ მისამართზე: https://goo.gl/H7mQae

განცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 სექტემბერი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მიწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ელ. მისამართზე observer@transparency.ge ან  ტელ: (+995 032) 291 14 03.

წყარო https://www.transparency.ge

ნახვების რაოდენობა : 1294

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge