სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი - თელავი

17 ივლისი 2018

"საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაციათელავის ოფისში აცხადებს კონკურსს სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქციები:

  • დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
  • პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციები;
  • მონაწილეობა გასვლით კონსულტაციებში;
  • ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება; სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
  • საიას იურიდიული დახმარების კრიტერიუმებისა და საიაში მიმდინარე პროექტების მიზნების შესაბამისად საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება/მოძიება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
  • პრობლემატური სამართლებრივი საკითხების შესწავლა/გაანალიზება, და საჭიროების შემთხვევაში მათზე წერილობითი დასკვნების მომზადება;
  • კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
  • სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება;
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
  • სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;
  • ადვოკატის მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.


უნარ-ჩვევები:

  • მაღალი ანალიტიკური აზროვნებისა და აკადემიური წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი შრომის დისციპლინა;
  • შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი.


ეტაპები:

  • პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
  • მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;
  • მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.


კონკურსში მონაწილეობის მსურველები ელექტრონული განაცხადის გასაკეთებლად მიჰყევით შემდეგ ლინკს

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 ივლისი, 18:00 საათი

საკონტაქტო პირი: ანა ტაბიძე
ელ-ფოსტა: anitabidze@gyla.ge

 

წყარო: http://regmarket.ge

ნახვების რაოდენობა : 1389

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge