სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ნატოსა და ევროკავშირის თემატიკაზე

კინგსი და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოგიდგენთ "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადას ნატოსა და ევროკავშირის თემატიკაზე".
სამოქალაქო განათლება არის ერთ-ერთი გამორჩეული სასკოლო საგანი, ის წარმოადგენს ბერკეტს, რომელიც სოციალურად აქტიური მოქალაქეების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მისი მეშვეობით ვახერხებთ საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტ განვითარებას და მაქსიმალურად ვრეალიზდებით საზოგადოებაში, ვინაიდან ძლიერი სახელმწიფო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისგან შედგება.
ოლიმპიადაზე შეძლებ გამოავლინო როგორც სამოქალაქო განათლებასთან, ასევე ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებული ცოდნა და მიიღო კრიტიკულ, ანალიტიკურ საკითხებზე მსჯელობის გამოცდილება.
თუ გჯერა, რომ შენ გაქვს სამოქალაქო პასუხიმგებლობა და გსურს უფრო მეტი ცოდნის მიღება ამ მიმართულებით;
თუ გჯერა, რომ შენ წარმოადგენ ქვეყნის იმ მომავალს, რომელზეც არის დამოკიდებული მისი აღმშენებლობა;
თუ გჯერა, რომ სწორედ შენი მონდომებითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა;
და ამავდროულად ხარ IX, X, XI, XII კლასის მოსწავლე, მაშინ გაიარე რეგისტრაცია
პირველი ონლაინ ტური ჩატარდება 23 აპრილს 09:00 საათზე.
ხოლო, თუ უკვე დარეგისტრირდიგადადი ლინკზე და მოემზადე ოლიმპიადისთვის.
ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა!
წყარო: http://kings.ge/samoqalaqo
კომენტარი