საკონსულტაციო საბჭოს წევრი - შშმ პირთა უფლებები

09 ნოემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2014 წლის 27 ოქტომბრიდან განისაზღვრა "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" გაეროს 2006 წლის კონვენციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმად.

მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში "საკონსულტაციო საბჭო"), რომელიც დაკომპლექტდა სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. 

სახალხო დამცველი აცხადებს კონკურსს საკონსულტაციო საბჭოს შემდეგ მოწვეულ წევრთა შესარჩევად:

** ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენელი (1 პირი)
** რეგიონული შშმ პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენელი (1 პირი)

დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს წევრი

სამუშაო ადგილი: თბილისი
საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი, N150
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 18 ნოემბერი

საკონსულტაციო საბჭოს მოწვეულ წევრთა ფუნქცია-მოვალეობები:

მოწვეული წევრი საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლენტაციის მონიტორინგის მიზნით, სახალხო დამცველს წარუდგენს მოსაზრებებს შემდეგ საკითხებზე:

** კონვენციის პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი აქტივობების შესახებ
** კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სტრატეგიის და პრიორიტეტების შესახებ
** განსახორციელებელი აქტივობების გეგმის შესახებ
** სამუშაო მეთოდოლოგიის შესახებ
** თემატური კვლევების შესახებ
** მონიტორინგის განმახორციელებელ პირთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ
** კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლენეტაციის მონიტორინგისათვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე
** საბჭო შეიკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ ორ თვეში ერთხელ მაინც.

საბჭოს წევრობის კრიტერიუმები:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენლისთვის - ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია; სახელმწიფო ან/და თვითმმართველობის ორგანოების მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის არ არსებობა; სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ან/და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელისთვის (ექსპერტი) - სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებს (DPO) ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საინიციატივო ჯგუფებს (7 პირის შემადგენლობით) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@ombudsman.ge 2018 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით ("საგნის" ("Subject") ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ დასახელება: "საკონსულტაციო საბჭოს წევრი").

თითოეულ ორგანიზაციას ან/და საინიციატივო ჯგუფს აქვს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება.

განაცხადს სასურველია თან ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

** კანდიდატის სფეროში საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი მასალები (მომზადებული დოკუმენტები, გაფორმებული ხელშეკრულებები, განხორციელებული აქტივობების ანგარიში, გამოცემული პუბლიკაციები, ვიდეო ჩანაწერები, ფოტომასალა და სხვ.)
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის (DPO) წარმომადგენლებისთვის)
** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების (DPO) მმართველობის ორგანოს წევრების სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
** კანდიდატის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა
** სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილი, რომელშიც დასაბუთებული იქნება წარმოდგენილი კანდიდატის შესაბამისობა საბჭოს მოწვეული წევრისთვის დადგენილ მოთხოვნებთან და მისი კონტრიბუცია საბჭოს საქმიანობაში
** სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული რომელ ჯგუფს წარმოადგენს კანდიდატი საბჭოს საქმიანობაში.
** საბჭოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი არ არის.

საბჭოში საქმიანობის ვადა - 2 წელი.

კონკურსი ჩატარდება ერთ ეტაპად, რომლის დროსაც მოხდება საბჭოს წევრების შერჩევა, კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე. 

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კანდიდატის მიერ სარეკომენდაციო ან/და სამოტივაციო წერილში განვითარებულ ხედვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის საქმიანობის შესახებ.

 

წყარო:  http://www.jobs.ge

ნახვების რაოდენობა : 114

კომენტარი

მთავარი ამბავი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ტრენინგი ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის
11 ოქტომბერი 2018
11 ოქტომბერს, პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეების სინერგია - ქსელი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის“ ფარგლებში, პროექტის აზერბაიჯანელი და ქართველი ბენეფიციარების ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge