საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

20 აპრილი 2018

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის განვითარების რესურს ცენტრი - CDRC ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას. 

რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება

კონკურსის თემატიკა:

საგრანტო კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადს, რომელიც:

** თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
** განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
** განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
** ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ.)

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო ორი წლის მანძილზე (2016-2017 წლები): 

** განხორციელებული აქვს სულ მცირე ერთი პროექტი/ინიციატივა;
** ამ პერიოდში არ მიუღია კონკურსის განმცხადებელისგან რაიმე ფინანსური მხარდაჭერა.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 21 მაისი, 17:00 საათი.

წყარო: http://jobs.ge/173236/ 

ნახვების რაოდენობა : 1159

ფაილები

კომენტარი

მთავარი ამბავი

ახალი პროგრამა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის
17 სექტემბერი 2020
USAID-ის პროგრამამ „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), რომელიც ხორციელდება ფონდი „კრისტალის“ და ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „ ...
წაიკითხეთ სრულად
ბმულები
volunteering
volunteering
ვებ გვერდის შესახებ

ვებგვერდი შეიქმნა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.

ვებგვერდის შექმნა შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ვებგვერდზე განთავსებულ მასალაზე პასუხისმგებელია სიდა (CiDA) და შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

ვებ გვერდს ადმინისტრირებას უწევს sida

cso.ge ფუნქციონირებს 2011 წლიდან

საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზირი #1

ტელეფონი: (+995 341) 258822 (14)

ფაქსი: (+995 341) 258822

ელ.ფოსტა: contact@cso.ge